Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი
ოქმი N10

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 10

3.09. 2020

დღის წესრიგი:  

  1. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მისაღებად დამატებითი ვადების გამოცხადების და თანამემამულის სტატუსის მაძიებელთათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში;
  2. განათლების მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის    აკადემიური ხარისხის მინიჭება.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად. ცვლილებებთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე, ანა კვირიკაშვილი.

ელექტრონულ კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა  22 წევრი

განიხილეს:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მისაღებად დამატებითი ვადების გამოცხადების და თანამემამულის სტატუსის მაძიებელთათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის საკითხი

მოისმინეს:

დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოცირებულმა პროფესორმა, ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა უცხოელმა სტუდენტობის კანდიდატებმა (საუბარია ძირითადად ჰერეთის ქართლელებზე) ვერ შეძლეს გამოცდების ჩაბარება კორონა ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო. თსუ-ს ადმინისტრაცია  თანახმა იქნება, რომ ფაკულტეტების საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე  საშუალება მიეცეთ ამ კანდიდატებს შემოიტანონ განცხადება თსუ-ში და ჩაირიცხონ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირები. ხ. მარწყვიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა თანამემამულის სტატუსის მაძიებელთათვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვროს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და იუსტიციის სამინისტროსთვის თანამემამულის სტატუტის მინიჭების მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელი სამსახსოვრო ბარათის (ან სხვა ცნობის) წარმოდგენა.

ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მისაღებად დამატებითი ვადების გამოცხადების და თანამემამულის სტატუსის მაძიებელთათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის შესახებ. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჰერეთის ახალგაზრდობას ხელი შეეწყოს მშობლიურ ენაზე უმაღლესი განათლების მიღენაში და მშობლიურ კულტურასთან დაახლოებაში.

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი, რომ დამატებით ვადებად გამოცხადდეს 7-14 სექტემბერი და თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს.

მომხრე: 22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მისაღებად დამატებით ვადებად გამოცხადდეს 7-14 სექტემბერი.

თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია: 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და იუსტიციის სამინისტროსთვის თანამემამულის სტატუტის მინიჭების მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელი სამსახსოვრო ბარათი (ან სხვა ცნობა).

2.მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინების:

1.       ჯავახიშვილი ნინო           

2.       გაბუნია ირინე                   

3.       ცენტერაძე მარიკა             

დიპლომი ჩვეულებრივი:

4.       ჯანელიძე ანუკი                

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს.

მომხრე: 22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინების:

1.       ჯავახიშვილი ნინო           

2.       გაბუნია ირინე                   

3.       ცენტერაძე მარიკა             

დიპლომი ჩვეულებრივი:

4.       ჯანელიძე ანუკი         

       

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 9

20.08. 2020

დღის წესრიგი:  

  1. კურსდამთავრებულთა წარდგინება;
  2. სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ ანკეტა კითხვარში შესწორებების შეტანა;
  3. შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის დაგეგმვა (ჰიბრიდული მოდელის განხილვა);
  4. ი. იმედაძის შემოქმედებითი შვებულება;
  5. სამაგისტრო ზეპირი გამოცდის და გასაუბრების ფორმის დამტკიცება;
  6. სხვა

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

მოისმინეს:

1.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხი:

I. მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია

          დიპლომი წარჩინების:

  1. ბერიძე ნუკრი
  2. ბერიძე ანა
  3. გოცირიძე ელენე
  4. კაკუტია თინათინ
  5. კვირიკაშვილი მარი
  6. ლაღიძე ნატო
  7. მაყაშვილი თეკლე
  8. მესხიძე მერი
  9. მუკბანიანი ანა
  10. ნარიმანიძე სოფიო
  11. ოღაძე ნინო
  12. პერტაია თამარი
  13. ჟამურაშვილი ნინო
  14. რუხაძე სალომე
  15. სოლომონია თინა
  16. ქარელი თინათინი
  17. ქუთათელი ნინო
  18. შენგელია ნინო
  19. ჩერქეზიშვილი ერეკლე
  20. ხარებავა ნათია
  21. ჯაში ელენე

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. აბუთიძე თეკლა
  2. ალავიძე ანა
  3. ბაკაშვილი ნინო
  4. ბანეთიშვილი სალომე
  5. ბარამაძე ქრისტინა
  6. ბასილაძე თათია
  7. ბედოშვილი სალომე
  8. ბერიძე ლინდა
  9. ბერუაშვილი მარიამ
  10. ბორჩაშვილი მარინა
  11. ბუბუტეიშვილი ეკა
  12. გელაშვილი სალომე
  13. გელაძე მარიამ
  14. გურასპაშვილი დავით
  15. დარბაიძე მალხაზ
  16. თუთისანი გვანცა
  17. ივანაშვილი მარიტა
  18. კანდელაკი თინათინ
  19. კაპანაძე ანი
  20. კარიმანიძე თეა
  21. კვინიკაძე თეკლა
  22. კიკნაძე ლიკა
  23. კოდელაშვილი სალომე
  24. კორძახია მარიამ
  25. ლაზარაშვილი ქეთევან
  26. ლოჩოშვილი სანდრო
  27. მაგრაქველიძე გიგა
  28. მალანია ლიკა
  29. მამაცაშვილი მედეა
  30. მანჯავიძე ანა
  31. მახარაძე სალომე
  32. მებურიშვილი მარიამ
  33. მეტრეველი სალომე
  34. მიქაელიან ლუსიკ
  35. მშვენიერაძე სოფიო
  36. ნადირაძე მარიამ
  37. ნადირაძე ნინო
  38. ნაზღაიძე თეა
  39. ნიქაცაძე მარიამ
  40. ნოზაძე მარინე
  41. ჟიშკარიანი კრისტინა
  42. რთველიაშვილი თეონა
  43. როგოვა მარიამ
  44. სამყურაშვილი ქეთევან
  45. სვიანაძე მაგდა
  46. სუკიასოვი ანა
  47. სხილაძე ანა
  48. ტაბატაძე ეკა
  49. ფანჯარაძე გვანცა
  50. ქობესაშვილი ანა
  51. ქორელი ნინო
  52. ქორთუა ანა
  53. ქორჩილავა სალომე
  54. ყანდაშვილი ელენე
  55. შანიძე თინათინ
  56. შარაშენიძე მარიამი
  57. შარაშიძე ნატალია
  58. შუბითიძე მარიამ
  59. შუბითიძე ომარ
  60. ჩაჩუა მარიამ
  61. ჩიქოვანი ლიზი
  62. ცინცაძე დავით
  63. ჭანტურია ნინო
  64. ჭოხონელიძე სალომე
  65. ხარაზი ნინო
  66. ხელაშვილი შორენა
  67. ჯანელიძე სალომე
  68. ჯაში ნათია

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომები 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

II. მიენიჭოთ ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ  შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ოკუპაციური თერაპია

დიპლომი ჩვეულებრივი

1. ბუაძე ელენა                                                     

2. ცხვედიაშვილი მარიამ                                 

3. ჭაღალიძე თამთა                                           

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

III. მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი წარჩინების

  1. აბრამიძე ანი                         
  2. გოცაძე ხატია                        
  3. ქუფარაშვილი მარიამ          
  4. ჭავჭანიძე თამარ                  

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ახალაძე სალომე            
  2. თაბაგარი ნინო              
  3. თენიეშვილი ლელა      
  4. მაღრაძე გვანცა              
  5. მენთეშაშვილი ეთერი 
  6. მსხილაძე ნინო             
  7. პეტროსიან გაიანე        
  8. როსებიშვილი ანი        
  9. ღოღობერიძე მანანა     
  10. ხანგოშვილი ხეედი     

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IV. მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი

1.  ალვანჯიან შუშანიკ    

2.  ბაირამოვა როია          

3.  გაიალოვი ვუსალა      

4.  მამედოვი ელიზბარ   

5.  მამედოვი ხუმაია        

6.  სულეიმანოვი ზეინაბ

7.  შაქაროვა აიტაჯ          

8.  ჰასანოვი ვაფა               

9.  კარაპეტიან მარიამ     

10. მამედოვა გიუნელ     

11. მკოიან ვალენტინა     

12. ნაბიევა ნურიდა         

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

V. მიენიჭოთ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა ,,გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“

დიპლომი ჩარწინებით:

  1. აბაიშვილი ელენე                    
  2. კუპატაძე თამთა                     
  3. მამულია ანა                             
  4. ჩაგუნავა გვანცა                       

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. გაბეხაძე გვანცა                           
  2. გოჩაშვილი მარიამ                     
  3. მელაძე ანა                                   
  4. მინდიაშვილი სალომე               
  5. დანელია სალომე                        

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VI. მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“

დიპლომი წარჩინებით:

  1. ანთაური სოფიკო                            
  2. რევიშვილი მარიამი                       
  3. ჩაიკა ანა                                            

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VII. მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,, იურიდიული ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით:

1. ორთოიძე ანნა                                

2. ჩიხლაძე თორნიკე                        

3. ხარაიშვილი მირანდა                  

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VIII. მიენიჭოთ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით:

  1. ვაჭარაძე ხატია                       
  2. იმედაშვილი ერეკლე            
  3. კაპანაძე ნიკოლოზ                

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IX. მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი:

1. გაბაძე თეონა                                   

2. ივანიაშვილი ნანა                           

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

X. მიენიჭოს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. მაჭავარიანი დავით                        

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოს ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

XI. მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინების

1.  ბაბლუანი ლიკა                    

2.  გიგაშვილი ნინო                   

3.  გიორგაძე თეა                        

4.  გიორგაძე მარია                    

5.  გიუნაშვილი თათია            

6.  გორგაძე ქეთევან                  

7.  დევდარიანი სოფიკო          

8.  კვარაცხელია ანა                   

9.  მანწკავა ნინო                        

10. ნადირაშვილი თამარ         

11. რაზმაძე თამარ                    

12. რეხვიაშვილი ქეთევან       

13. საგინაშვილი მადინა          

14. ტაბატაძე სანდრო               

15. ქიტესაშვილი ქეთევანი      

16. შანავა ანანო                          

  დიპლომი ჩვეულებრივი

17. ბატიაშვილი მაგდა             

18. ბუთურიშვილი მარიამი   

19. გორგოძე თეა                       

20. ლეგაშვილი ცირა                

21. ნანავა მარინე                       

22. ყოჩაშვილი თამარ              

23. ჩიტოშვილი ნინო               

24. ძებისაშვილი თამარ           

25. წიკლაური თამარ                

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

XII. მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინების

1.   ახალკაცი ნაილი              

2.   თადიაშვილი თამარ         

3.   ხეთაგაშვილი ნინო           

დიპლომი ჩვეულებრივი

4. გორგოძე დარიკო                

5.  დანელია ნანი                      

6.  მაისურაძე სოფიკო             

სწავლების ძირითადი დარგი - მათემატიკის სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინების

1.  სამსონაძე ნინო                 

2.  სულავა მარიეტა               

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2.სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“  ანკეტა- კითხვარში ცვლილებების შეტანა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ სამაგისტრო პროგრამამ - „განათლების მეცნიერები“ - გაიარა აკრედიტაცია. პროგრამის ხელმძღვანელებმა გაითვალისწინეს ექსპერტთა რეკომენდაცია და პროგრამაზე დაშვების წინაპირობაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც აპლიკანტები გამოცდას უცხოურ ენაში ჩააბარებენ B2 დონეზე, ნაცვლად B1-სა.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ცვლილებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს ცვლილება სამაგისტრო პროგრამაში - „განათლების მეცნიერებები“ - რომლის მიხედვით აპლიკანტებს გამოცდის ჩაბარება უცხოურ ენაში მოეთხოვებათ B2 დონეზე.

3. შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის დაგეგმვა (ჰიბრიდული მოდელის განხილვა)

ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს წარუდგინა შემოდგომის სემესტრის ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გულიახმობს სწვლების შერეულ მოდელს - ერთი კვირა სწავლება გაიმართება დისტანციურად, ხოლო მეორე - კი აუდიტორიაში. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ზუმში სწავლებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც სტუდენტებს დაავალდებულებს, რომ ჩართული ჰქონდეთ ვიდეო. გარდა ამისა, დაისვა შეკითხვები შუალედურ გამოცდებთან დაკავშირებით. მაგალითად, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ 20-25 სტუდენტი მოვიდეს უნივერსიტეტში და ჩააბაროს შუალედური გამოცდა. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გამოცდებთან დაკავშირებით ჯერ არ არის ინსტრუქციები მიღებული და ამითომ ეს საკითხი აღარ განიხილეს.

კენჭი უყარეს წინადადებას: შემოდგომის სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი წარიმართოს შერეული წესით - სააუდიტორიო და ეელქტრონული სწავლების კომპონენტით.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესი განხორციელდება შერეული წესით- სააუდიტორიო და ელექტრონული სწავლების კომპონენტით.

4. ი. იმედაძის შემოქმედებითი შვებულება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ასოცირებული პროფესორის, ირაკლი იმედაძის განცხადება შემოქმედებით შვებულებაში გასვლის თხოვნის შესახებ შემოდგომის სემესტრში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირაკლი იმედაძეს სურს დაასრულოს მუშაობა მის მონოგრაფიაზე „თანამედროვე ფსიქოლოგია: ძირითადი მიმდინარეობები და განვითარების პერსპექტივები“.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა პროფესორ ირაკლი იმედაძისთვის შემოქმდებით შვებულებით სარგებლობის მიცემის უფლებას.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიეცეს ასოცირებულ პროფესორ ირაკლი იმედაძეს შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის უფლება შემოდგომის სემესტრში, 14 სექტემბრიდან 1 მარტამდე.

5. სამაგისტრო ზეპირი გამოცდის და გასაუბრების ფორმის დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დააყენა სამაგისტრო ზეპირი გამოცდის გასაუბრების ფორმატის საკითხი. აქვე აღნიშნა, რომ დამტკიცება ზეპირი გამოცდის ფორმატს ესაჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ზუმში ჩატარების საჭიროებაა. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა  ასოც. პორფესორმა ანასტასია ქიტიაშვილმა საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ მათი პროგრამისათვის  გასაუბრების ზუმის ფორმატში ჩატარება განიხილონ.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭის უყარეს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ზეპირი გასაუბრება ჩატარდება ზუმის ფორმატში.

6. სხვა

პროფესორმა ლალი სურმანიძემ დააყენა საფაკულტეტო ცენტრების მონიტორინგის საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრების ხელმძღვანელებლი ანგარიშვალდებული არიან ფაკულტეტის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვინმე კურირებდეს.

აზრი გამოთქვეს:

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ საფაკულტეტოს ცენტრების მუშაობის საკითხს შეიძლება კურირებდეს ფაკულტეტს დეკანისმოადგილე და ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ  ცენტრის დებულებაში შევიდეს ცვლილება, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იყოს დეკანის მოადგილესთან.

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ცენტრის დებულებაში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვით ცენტრის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული ხდება ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მიმართ სამეცნიერო დარგში.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N8

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 8

08.07.20

  დღის წესრიგი:

1. ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში;

2. განათლების მეცნიერებების ერთობლივი სადოქტორო პროგრამის/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი) დამტკიცების შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

მდივანი: ასოც.პროფესორი ირინე ჟვანია

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, მზია წერეთელი, ქეთევან ჭკუასელი,

ასოცირებული პროფესორები : 

თამარ აბაშიძე, ანასტასია ქიტიაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, მედეა დესპოტაშვილი, ხათუნა მარწყვიშვილი, მანანა მელიქიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვი, შორენა მამუკაძე, ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი,

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე

განიხილეს:

1.ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს წევრებს განსახილველად წარუდგინა საგანმანათებლო პროგრამებში შესატანი ცვლილებები.

ფსიქოლოგიის დეპარტამენტი:

პროგრამის სახელწოდება: MA განათლების ფსიქოლოგია და კვლევა.

სილაბუსები:

  • განათლების ფსიქოლოგია 2 (მზია წერეთელი).

ცვლილება: განახლდა ძირითადი თმები, დაემატა თვითრეგულაციის და  მეტაკოგნიციის საკითხები, აგრეთვე, ტაქსონომიები. განახლდა კურსის ლიტერატურა.

საფუძველი: განათლების ფსიქოლოგიის თანამედროვე ტენდენციები,  სწავლების  გამოცდილება და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირ

  • მოტივაცია და ქცევა” (ლაშა ხოჯანაშვილი, მზია წერეთელი).

ცვლილება: ახალ სილაბუსი

საფუძველი: მოტივაციის ფსიქოლოგის მნიშვნელობა განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგისა და განათლების თანამედროვე სისტემაში.

  • პროფესიული ინგლისური ენა ფსიქოლოგებისთვის” (ნელი მერაბიშვილი).

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი:  ინფლისური ენის დონის დახვეწა პროფესიული მიმართულებით, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავისუფლად გამოიყენონ ენა სწავლასა და კვლევაში.

  • პრაქტიკა-განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში (სოფიო თევდორაძე).

ცვლილება:   სწავლის შედეგები.

საფუძველი:  სწავლის შედეგების ცვლილება განხორციელდა ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA იურიდიული ფსიქოლოგია

სილაბუსი:

  • ფსიქოლოგის როლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სასწავლო თემები (ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასება; სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი; კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვა), განახლებული სასწავლო ლიტერატურა (Agnew, R., Brezina, T.(2012). Juvenile Delinquency: Causes and Control (4th ed.). New York: Oxford University Press. Lahey, B.B., Moffit T.E., Caspi, A., (2003) Causes of Conduct Disorder and Juvenile Delinquency. New York, London: Guilford Press. ) და შეფასების სისტემა.

საფუძველი: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2018-2020 წელი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქოლოგის როლის სამართლებრივი მექანიზმის განვითარება, რის შედეგადაც მკაფიოდ განისაზღვრა ფსიქოლოგის უფლებები და მოვალეობები (საჭიროების შეფასება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა) და შესაბამისად, გაფართოვდა ფსიქოლოგის კომპეტეციის ჩარჩო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ფსიქოლოგმა შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის ფსიქოლოგიური მექანიზმის განმარტება, როგორიცაა სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, აგრეთვე, იცნობდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასების სტანდარტს და ფლობდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლს.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება

სილაბუსები:

  • ფსიქოლოგის როლის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სასწავლო თემები (ბავშვთა მიმართ ძალადობა და ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასება; სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი; კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის გამოკითხვა), განახლებული სასწავლო ლიტერატურა (Agnew, R., Brezina, T.(2012). Juvenile Delinquency: Causes and Control (4th ed.). New York: Oxford University Press. Lahey, B.B., Moffit T.E., Caspi, A., (2003) Causes of Conduct Disorder and Juvenile Delinquency. New York, London: Guilford Press. ) და შეფასების სისტემა.

საფუძველი: უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში (2018-2020 წელი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქოლოგის როლის სამართლებრივი მექანიზმის განვითარება, რის შედეგადაც მკაფიოდ განისაზღვრა ფსიქოლოგის უფლებები და მოვალეობები (საჭიროების შეფასება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა) და შესაბამისად, გაფართოვდა ფსიქოლოგის კომპეტეციის ჩარჩო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ფსიქოლოგმა შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის ფსიქოლოგიური მექანიზმის განმარტება, როგორიცაა სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, აგრეთვე, იცნობდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის სასამართლო-ფსიქოლოგიური შეფასების სტანდარტს და ფლობდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის გამოკითხვის პროტოკოლს.

  • მოზარდთა განვითარება: თეორია და კვლევა (ლუიზა არუთინოვი, თინა ბანძელაძე)

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოზარდთა განვითარების თანამედროვე თეორიებისა და კვლევის მეთოდოლოგიის ცოდნა, რომელიც მიმართული იქნება მოზარდთა ფუნქციონირების ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის მოზარდის სოციალიზაციის თავისებურებები, ოჯახსა და სკოლაში ადაპტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ინტერნალიზებული და ექსტერნალიზებული ქცევითი პრობლემები. კურსის მთავარი სიახლე ფოკუსირებულია მოზარდთა განვითარების თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიის და პრაქტიკული მიდგომების გაცნობასა და ანალიზზე.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: MA ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) .

სილაბუსი:

  • ტექსტის ლინგვისტიკა (ი. მინდაძე)

ცვლილება: ახალი კურსის შექმნა. ტექსტის ლინგვისტიკა შედის სამაგისტრო პროგრამის მესამე სემესტრში არჩევით კურსად.

საფუძველი: თანამედროვე ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია განსაკუთრებულ როლს ანიჭებს ტექსტურ მასალასთან მუშაობას. კვლევაში გამოყენებულ და კვლევით მოპოვებული ტექსტური მასალის ლინგვისტური სპეციფიკის გააზრება ანალიზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამგვარად, პროგრამის კურიკულუმში აღნიშნული საგნის ჩართვა აძლიერებს პროგრამის კვლევით კომპონენტს. 

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: BA ფსიქოლოგია

სილაბუსები:

  • ადამიანის განვითარება 1 (მ.მელიქიშვილი)

ცვლილება: დაემატა ახალი ლიტერატურა, შეიცვალა შეფასების ფორმები

საფუძველი: სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

  • სპეციალური პრაქტიკული კურსი სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში (სოფიო თევდორაძე)

ცვლილება: სემესტრულ აქტივობაში, სწავლის შედეგებში.

საფუძველი:  სწავლის შედეგების ცვლილება განხორციელდა ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად. დასწრების კომპონენტი ჩანაცვლდა სასემინარო აქტიურობით, რადგან დასწრების ქულის მიხედვით არ ხდებოდა სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნის დონის და ხარისხის შეფასება.

  • ჯგუფთან მუშაობის მეთოდები  (გ.ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

  • ლიდერობის თეორია და პრაქტიკა  (გ. ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

  • პროფესიულ უნართა ტრენინგი (გ. ყიფიანი)

ცვლილება: სასწავლო კურსების შესწავლის წინაპირობა - წინაპირობის გარეშე

საფუძველი: ამ კურსების მასალა არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და წინასწარ სხვა საგნების გავლას.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

განათლების დეპარტამენტი:

პროგრამის სახელწოდება: MA განათლების მეცნიერებები

  • სილაბუსი: „განათლების ეკონომიკა და ფინანსები განათლებაში“/ 3-კრედიტიანი კურსი/

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: სტუდენტების თხოვნა, რომ დაემატოს კიდევ ერთი არჩევითი კურსი განათლების ეკონომიკის  მიმართულებით;

 პროგრამის სახელწოდება: მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა

  • სილაბუსი: „კულტურულ-საგანმანათლებლო  ინოვაციები  თანამედროვე  სასწავლო პროცესში“ (3-კრედიტიანი კურსი);

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ვინაიდან, განათლების შინაარსი დამოკიდებულია კულტურაზე, მომავალი მასწავლებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, ფლობდნენ ინფორმაციას იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ინოვაციების შესახებ, რომლებიც კავშირშია სასწავლო პროცესთან.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსებმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა,ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

პროგრამის სახელწოდება: დამატებით/minor/პროგრამა

სილაბუსი:  

  • კულტურულ-საგანმანათლებლო  ინოვაციები  თანამედროვე  სასწავლო პროცესში (5-კრედიტიანი კურსი).

ცვლილება: ახალი სილაბუსი

საფუძველი: ვინაიდან, განათლების შინაარსი დამოკიდებულია კულტურაზე, მომავალი მასწავლებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, ფლობდნენ ინფორმაციას იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ინოვაციების შესახებ, რომლებიც კავშირშია სასწავლო პროცესთან.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა სილაბუსმა გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების საკითხი.

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა:0

2.განათლების მეცნიერებების ერთობლივი სადოქტორო პროგრამის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი)  დამტკიცების შესახებ.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქალბატონმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამას აკრედიტაციის ვადა გაუვიდა 2019 წლის დეკემბერში. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ქალბატონ ირმა გრძელიძის წინადადებით, დაისვა საკითხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებთან /თსუ, აწსუ, ბსუ, თესაუ/ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესახებ, რაზეც ყველა უნივერსიტეტმა თანხმობა გამოთქვა. შეიქმნა ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამა და გაფორმდა ხელშეკრულება ოთხივე უნივერსიტეტს შორის. პროგრამის სასწავლო კომპონენტი 40 კრედიტია, პროგრამის შემუშავების პროცესში ყველა ეტაპზე (2019-2020 ) ჩართული იყო 3 უცხოელი პროფესორი, (კერძოდ, პროგრამის მმართველი საბჭოს უცხოელი წევრი: Dorena Caroli, Associate Professor, Department of Education “G.M. Bertin”, University of Bologna, ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მრჩეველი: Prof. PhDr. Milan Pol - Masaryk university, Faculty of Arts), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მისი მოქმედების მთელი პერიოდის  მანძილზე, როგორც მოქმედი პროგრამის განმახორცილებელი ჯგუფის წევრები. პროგრამამ გაიარა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტიზა, გათვალისწინებული იქნა ყველა რეკომენდაცია.

 საბჭოს მდივანმა, ქალბატონმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა სადოქტორო პროგრამის დამტკიცების საკითხი.

კენჭი უყარეს „განათლების მეცნიერებების“ ერთობლივი სადოქტორო პროგრამის/ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, /ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი/  დამტკიცებას.

 

მომხრე: 20

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამებში წარმოდგენილი ცვლილებები.

2. დამტკიცდეს ერთობლივი სადოქტორო პროგრამა /ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, (ხელმძღვანელი: ქეთევან ჭკუასელი) „ განათლების მეცნიერებები“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია 

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N7

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 7

27.06. 2020

დღის წესრიგი:  

1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში ცვლილებების შეტანა;

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატი;

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა;

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე;

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

6. სხვა. 

სხდომა ჩატარდა zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

მოისმინეს:

1.სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებული ცვლილება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილება შევიდა სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურის წესში. საბჭოს წევრები გაეცნენ ამ ცვლილებას. კერძოდ, მუხლი 11. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება-ს დაემატა პუნქტები 11.4 და 11.5.

11.4. კომისია აფასებს ნაშრომს ფაკულტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკითხის აქტუალურობა, კვლევის სიახლე,  
  • თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა,
  • ლოგიკა და არგუმენტაცია, ადეკვატური ინტერპრეტაცია, 
  • დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან,
  • ტექსტის გამჭვირვალობა/სიცხადე,
  • ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი,
  • პრეზენტაცია.

11.5 სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების ქულებს და მათ ხვედრით წილს ადგენს კომისია.

საბჭოს კენჭი უყარა სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში შეტანილი ცვლილება: მე-11 მუხლს დაემატოს პუნქტები 11.4 და 11.5.

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია დასკვნითი გამოცდების შეფასების კრიტერიუმები, დავალების ტიპები და ასევე, პლატფორმა, რომელზეც უნდა ჩატარდეს გამოცდა. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წინასწარ გამოაგზავნა ინფორმაცია დასკვითი გამოცდების შესახებ, რომელიც თავმოყრილია ერთ დოკუმენტში.

საბჭომ განიხილა და კენჭი უყარა დოკუმენტს დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიეტერიუმების შესახებ.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს წარმოდგენილი დოკუმენტი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ კომიტეტში უნდა მოხდეს იმ სტუდენტების ჩანაცვლება, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამუთქვამთ საბჭოს წევრებს.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანას.

დაადგინეს: შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტის შემადგენლობაში და დამტკიცდეს კომიტეტის წარმოდგენილი შემადგენლობა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭო წინაშე დააყენა გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევის საკითხი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ზოგჯერ პედაგოგებს ესაჭიროებათ ისეთი ტიპის დახმარება, როგორიცაა, მაგალითად ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება და ა.შ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და წამოაყენეს შესაბამისი კანდიდატურები:

  1. მარიკა ჩაფიძე
  2. ნუცა საღარაძე
  3. მაია ჯინჭარაძე
  4. სალომე ჩიტიშვილი

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ წინადადებას:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: აკადემიურ პერსონალს გამოცდების ჩატარებისა და სამაგისტრო ნაშრომების პლაგიატზე შესამოწმებლად დახმარებას გაუწევენ: მარიკა ჩაფიძე- განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, ნუცა საღარაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მაია ჯინჭარაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, სალომე ჩიტიშვილი-დეკანის თანაშემწე.

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ მარინე ჩიტაშვილის განცხადება. პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ითხოვს შემოქმდებით შვებულებაში გასვლას. მის განცხადებაში დეტალურად არის განხილული, თუ რატომ სურს მას ისარგებლოს შემოქმდებითი შვებულებით. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მ. ჩიტაშვილს დაწყებული აქვს მუშაობა მნიშვნელოვან და საჭირო სახელმძღვანელოზე „ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები“. ის ასევე ამზადებს სტატიას უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ სკოპუსში ინდექსირებულ ჟურნალში.

საბჭომ კენჭი უყარა პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ შემოქმდებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიეცეს პროფესორ მარინე ჩიტაშვილს სამეცნიერო შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის უფლება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში - 01.09.2020-დან 01.07.2021-მდე.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი # 6

06.06. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა
  2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება;
  3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;
  4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი;
  5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“;
  6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე.

ასისტენტ პროფესორები: თეონა ლოდია, ლია ჩხიკვიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, რუსუდან სანაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19  წევრი

მოისმინეს:

1.1991 წლის კურსდამთავრებული ლია ბაზიერაშვილის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა

ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წინაშე დააყენა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა 1991 წლის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლია ბაზიერაშვილს.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ლია ბაზიერაშვილი 1986 წელს ჩაირიცხა  (ბრძ.#4/625,   24.08.  1986 წ.) თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.

1991  წელს  (ბრძ.  #4/466,  15.  07.  1991  წ.)  თბილისის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის   კურსდამთავრებულ   ლია    ვალიკოს    ასულ    ბაზიერაშვილს    მიენიჭა კვალიფიკაცია -  ფსიქოლოგი, ფსიქოლოგია, სპეციალიზაცია -  შრომისა და  საინჟინრო ფსიქოლოგია.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1991 წლის 25 ივნისის სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის განყოფილების კურსდამთავრებულ ლია   ვალიკოს   ასულ   ბაზიერაშვილს   მიენიჭა   კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობით ფსიქოლოგი, სპეციალიზაციით შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ვინაიდან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ლია ბაზიერაშვილის სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტი ვალდებულია მის სახელზე გასცეს ახალი დიპლომი  მოქმედი ფორმით.

კერძოდ, ფაკულტეტმა უნდა დააზუსტოს  ლია ბაზიერაშვილის კვალიფიკაცია და სპეციალობა და განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი (რექტორის #55/01–01  16.04.2014წ.   ბრძანების შესაბამისად).

შევიდეს შესწორება ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1991 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია ოქმის პირობით ნომრად განისაზღვროს #1. ხოლო სხვა, დაუნომრავი ოქმები  დაინომროს შემდეგნაირად: ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმის ნომრად განისაზღვროს - #2, ზოგადი ფსიქოლოგიის ოქმის - #3, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობის  ოქმის - #4. 

აღნიშნულ ნომრებს  წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (პირობითი) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად. ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.  

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  ფილოსოფია-ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის 1991  წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  25 ივნისის შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმებში მითითებულ კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლია ბაზიერაშვილის მინიჭებული კვალიფიკაცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობა ფსიქოლოგია. ხოლო ოქმების ნომრები პირობითად ასე განისაზღვროს: შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #1/პ,   ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის  სპეციალიზაციის ოქმი  - #2/პ,  ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის ოქმი - #3/პ, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალიზაციის  ოქმი  - #4/პ. 

2. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2016  წლის კურსდამთავრებულის, ირმა არაბიძის  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირება

დღის წესრიგის მეორე საკითხი ეხებოდა საბაკალავრო პროგრამა „დაწყებითი განათლების“ 2016 წლის კურსდამთავრებულ ირმა არაბიძის განცხადებას. ირმა არაბიძე განცხადებაში ითხოვს დიპლომის გამოცვლას, აღნიშნავს, რომ დამსაქმებელთან ექმნება პრობლემები (დამსაქმებელი არ აღიარებს მის კომპეტენციას პედაგოგიკაში), ვინაიდან 2016 წელს გაცემულ დიპლომში დაფიქსირებულია განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ ფიქსირდება დარგი  „დაწყებითი განათლების პედაგოგიკა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო დეპარტამენტი ითხოვს,  მინიჭებული აკადემიური ხარისხის კორექტირების საკითხის განხილვას, შესაბამისი ცვლილების შეტანას ფაკულეტეტის საბჭოს ოქმში და ირმა არაბიძის სახელზე  ახალი დიპლომის დანართის მოამზადებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ირმა არაბიძე 2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩაირიცხა (ბრძ.#1819/01-04, 06.10.2011) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბაკალავრო პროგრამაზე „დაწყებითი განათლება“.

ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს კორექტირება მინიჭებულ აკადემიურ ხარისხში და ჩამოაყალიბოს შემდეგნაირად:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის   აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2015/2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

  დიპლომი ჩვეულებრივი

არაბიძე თამარ

არაბიძე ირმა 

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

აღნიშნული საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე და ერთხმად დაამტკიცეს:

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს 2016 წლის 21 მარტის #5 ოქმში და განათლების ბაკალავრებს, მათ შორის ირმა არაბიძეს, სწავლების ძირითად დარგად დაუფიქსირდეთ მასწავლებლის განათლება, ქვედარგად - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა.

3. ფაკულტეტის სადოქტორო დებულებაში ცვლილებების შეტანა/დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა ფაკულტეტის სადოქტორო დებულებასთან დაკავშირებული ცვლილებები ეს ცვლილებები რამდენიმე პუნქტს ეხებოდა.

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დებულებაში ჩაწერილია: 

მუხლი 7. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები:

3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 10 კრედიტი, სავალდებულო)

აღნიშნული ჩანაწერი უნდა შიცვალოს და თსუ სადოქტორო მინიმალური სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს ჩამოყალიბებული - 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).

ამ საკითხთან დაკავშირებით პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტს შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს და მეტი კრედიტიც მიანიჭოს.

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული ცვლილება.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებას: მუხლი 7, 3.ბ. პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო).  

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება მე-7 მუხლის 3ბ პუნქტში: პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო)

შემდეგი საკითხი ეხებოდა მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებულ ცვლილებას. პროფესორმა ლალი სურმანიძემ განიხილა სადისერტაციო ნაშრომის  გარე ექსპერტის  მიერ შეფასების საკითხი(მუხლი 9. სადისერტაციო ნაშრომის

 წარდგენის პროცედურა, პუნქტი დ). მან აღნიშნა, რომ გარე ექსპერტი არ არის აუცილებელი, რომ სხვა სასწავლო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან იყოს. ის შესაძლებლია იყოს ფაკულტეტის შიგნით არსებული ინსტიტუტის წარმომადგენლი. გარდა ამისა, გარე ექსპერტის სამუშაო არ გულისხმობს ნაშრომის სიღრმისეულად გაცნობას. ის აფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს სტრუქტურულ სტანდარტებს და ავსებს შესაბამის ცხრილს გარკვეული კომპონენტების მიხედვით (დანართი 11.2).

საბჭოს წევრებმა გარე შემფასებელთან დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები: 

დაისვა საკითხი გარე შემფასებლის საჭიროების შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა ადრეც არსებობდა და დისერტაციის დახვეწის საქმეში სასარგებლო იყო. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ ახალი მინიმალური სტანდარტის შემუშავებამდე დისერტაციას აფასებდა 3 ექსპერტი, ახალი სტანდარტის შესაბამისად, შემფასებელია 2, საბოლოოდ, მისი აღნიშვნით, ჩვენ კვლავაც ვტოვებთ სამს, ოღონდ ერთი ექსპერტი ერთვება დისერტაციის წარდგენამდე, რაც, მისი აზრით, ძალზე სასარგებლო უნდა იყოს სადისერტაციო ნაშრომის დასახვეწად.

საბჭომ იმსჯელა გარე შემფასებლის წარმოდგენილ შეფასების ფორმაზეც.   მ. დესპოტაშვილმა აზრი გამოთქვა ცვლილების შესახებ, კერძოდ, შეფასების სკალების ჩანაცვლების თაობაზე შეფასების ტექსტით; ნ. ლაბარტყავამ წამოაყენა წინადადება ამ ფორმაში განმავითარებელი შეფასების ჩამატების შესახებ, რომელიც კომენტარების სახით შეიძლება იქნას წარმოდგენილი. ე. ფირცხალავამ აღნიშნული მოსაზრება გაიზიარა. მ.  წერეთლისა და ი. კუტალაძის აზრით, გარე შემფასებლის შეფასების ფორმამ უნდა მოიცვას სადისერტაციო ნაშრომის ფორმალურ-სტრუქტურული შესაბამისობის ასპექტიც და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტიც.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რა უნდა იყოს გარე ექსპერტის მიერ ნაშრომის შეფასების მინიმალური ზღვარი. ამასთან დაკავშირებით პორფესორმა ია კუტალაძემ წამოაყენა წინადადება, რომ შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

საბჭომ ცალკე იმსჯელა ამავე ფორმაში სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტის დამატებაზე. ლ. სურმანიძის მიხედვით თსუ-ის გრიფით დაცული სადოქტორო დისერტაციების ენობრივად გამართული უნდა იყოს.ამისათვის დავამატეთ ჩვენს დებულებაში რედაქტორის ცნობა. თ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ სამეცნიერო ენის ფლობის საკითხი და ნაშრომის ენობრივი გამართულობა ადრე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იყო მიჩნეული. დღეს ეს ასე გამოკვეთილი აღარ არის და ნამდვილად საჭიროა ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება, თუმცა რედაქტორის ცნობა და რედაქტირების საკითხი სერიოზუ პრობლემას ქმნის. თ.აბაშიძემ და ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნეს, რომ რთული ა იმის დადგენა ვისი ცნობა იქნება მისაღები და რამდენად სანდო იქნება ეს ცნობა. ამასთნ დოქტორანტებმა რედაქტირებაში თანხა უნდა გადაიხადონ ან ამ თანხის დაფარვა უნდა უზრუნველყოს უნივერისტეტმა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დოქტორნატებმა მიმართეს მას წეერილით სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ითხოვენ  რედაქტირების საკიტხის გადახედვას, რადგან ის დიდი ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ქ. ჭკუასელმა აღნიშნა, რომ ენობრივი კომპონენტის მიხედვით სადისერტაციო ნაშრომის შეფასება აქცენტირებული უნდა იყოს; ლ. ჩხიკვიშვილის მოსაზრებით, ფსიქოლოგს, დარგის სპეციფიკის გამო, განსაკუთრებით მოეთხოვება წერის მაღალი კულტურა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით შეფასების გამკაცრებაა საჭირო.

საბჭოს წევრთა მოსაზრებით, გარე ექსპერტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის შეფასების საფუძველზე ნაშრომის დახვეწაზე პასუხისმგებელია დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რასაც ის ასახავს სამეცნიერო ხელმძღვანელის საბოლოო დასკვნაში. ასევე გარე შემფასებლის სქემასაც ჯობს დაემატოს ენობრივი შეფასების კომპონენტი

საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებების შეტანას მე-9 მუხლში. ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:  გარე შემფასებლის შეფასების ფორმა მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: გარე შემფასებლის შეფასების ფორმა, დანართი 11.2 მოიცავს სადისერტაციო ნაშრომის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი ფორმალურ-სტრუქტურულ შესაბამისობის ასპექტს და ტექსტური კომენტარებით განმავითარებელი შეფასების ასპექტს. შეფასების აღნიშნული ფორმის ყველა კომპონენტის მინიმალური ზღვარი არ უნდა იყოს 3 ქულაზე ნაკლები.

გარე შემფასებლის შეფასების ფორმაში ჩაემატოს სადისერტაციო ნაშრომის ენობრივი გამართულობის შეფასების პუნქტი.

ამოღებულ იქნას მე-9 მუხლის თ) პუნქტი: ენობრივი რედაქტორის წერილი (დანართი 11.3).

ხ. მარწყვიშვილმა აღნიშნა, რომ მე-7 მუხლში პუნქტებში: ბ)  დისერტაციის საფაკულტეტო მოსმენა/პრეზენტაცია საფაკულტეტო სემინარების ციკლში „კოლოკვიუმების სერია“ (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი); გ) გარე შემფასებლის წინასწარი ექსპერტიზა (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი), კარგი იქნება თუ არ დაზუსტდება დრო - დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი. შესაძლებელია დოქტორანტს სურდეს იმავე სემესტრში დისერტაციის დაცვა. ასეთი ჩანაწერის შემთხვევაში დოქტორანტს დასჭირდება სემესტრის დამატება. ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა-დაცვის ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და ვერანაირად ვერ მოხერხდება ერთი სემესტრის ფარგლებში საფაკულტეტო მოსმენა, ექსპერტიზა, წარდგენა და დაცვა. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ დისერტაციის წარდგენა მხოლოდ ამ პირობების დაცვით უნდა მოხდეს და თუ წარადგინა სემესტრის დასაწყისში, ე.ი. წინა სემესტრში უკვე გაუვლია აღნიშნული პროცედურები. დისერტაციის დაცვის პროცედურების დასრულება იმ სემესტრში, როდესაც დოქტორანტი წარადგენს პრეზენტაციას საფაკულტეტო მოსმენაზე და გარე შემფასებლის ექსპერტიზისთვის, უბრალოდ დროში ვერ ესწრება.

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ.თ. გაგოშიძემ კენჭისყრაზე დააყენა ხ. მარწყვიშვილის წინადადება: ამოღებულ იქნას მე-7 მუხლის ბ) და გ) პუნქტებიდან დაზუსტება-  (დისერტაციის დაცვის წინა სემესტრი).

მომხრე: 14

წინააღმდეგი: 2

თავი შეიკავა: 3

დაადგინეს: არ შეიცვალოს მე-7 მუხლის ბ) და გ) პინქტების ფორმულირება.

4. იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წინაშე დააყენა საკითხი, რომელიც ეხებოდა იმ სტუდენტების, რომელთაც არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა. მან აღნიშნა, რომ ამ სტუდენტებისათვის პედაგოგების მიერ შემუშავებულია ინდივიდუალური გეგმები. აღნიშნულ გეგმებს გაეცნენ თავად სტუდენტები. ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა ინდივიდუალური გეგემები გამოიტანა საბჭოზე დასამტკიცებლად. 

საბჭოს კენჭი უყარა იმ სტუდენტების ინდივიდუალური გეგმების დამტკიცება, ვისთვისაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

5. ცვლილებების დამტკიცება სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილებები შევდის სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“. აღნიშნულმა პროგრამამ გაიარა რეაკრიდაცია. მიიღო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პორგრამაში აისახა. შესაბამისად, მან ეს ცვლილებები გამოიტანა საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებლად.

საბჭოს კენჭი უყარა ცვლილებების დამტკიცებას სამაგისტრო პროგრამაში „განათლების მეცნიერებები“

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

6. ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების პროფესორების წარდგენის შესახებ

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა საკითხი, რომელიც ეხებოდა ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორების წარდგენას. მმართველ საბჭოში. დასამტკიცებლად წარმოდგენილია შემდეგი კანდიდატურები:

1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი;

2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი;

3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

ერთიანი სადოქტორო პროგრამის /თსუ -ს, თელავის, ქუთაისის, ბათუმის/   მმართველ საბჭოში წარდგენილ იქნენ თსუ-ს განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორები: 1. ქეთევან ჭკუასელი - პროფესორი; 2. ივანე მინდაძე - ასოცირებული პროფესორი; 3. ზაქარია ქიტიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 5 მაისიდან  2020 წლის  12 მაისის         ჩათვლით.   თსუ - ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge
  2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 1);
  • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
  • გ)სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი;
  • დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
  • ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.
  1.  კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2020 წლის 25 მაისისა.
  2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
  3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 4

ოქმი N5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

27.04.2020 წლის საბჭოს სხდომის

ოქმი N 5

 

დღის წესრიგი:  

  1. სასწავლო კურსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილების დამტკიცება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;
  3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა.
  4. სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრონული ფორმით მიღება.
  5. ცვლილება ფაკულტეტის საბჭოზე (საბჭოს სხდომის ოქმი N4,  4.04.2020) დამტკიცებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“.
  6. სხვა:

სხდომა ჩატარდა ელექტრონული ფორმატით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

კუტალაძე იამზე, ნადარეიშვილი ვახტანგ, სურმანიძე ლალი

ასოცირებული პროფესორები: 

აბაშიძე თამარ, არუთინოვა ლუიზა, დესპოტაშვილი მედეა, ლაბარტყავა ნინო, მამუკაძე შორენა, მარწყვიშვილი ხათუნა, მელიქიშვილი მანანა, მესტვირიშვილი მაია, ფირცხალავა ეკატერინე,  ხეჩუაშვილი ლილი, აფთარაშვილი ია,

ასისტენტ პროფესორები:

ჩხიკვიშვილი ლია, თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

პეტრიაშვილი იზაბელა, რუსუდან სანაძე

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები: ქეთევან ცანავა, ირაკლი  ხაბულიანი,

ანი კვირიკაშვილი, მარიამ ბექაური.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 24  წევრი

მოისმინეს:

1. სასწავლო კურსების შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნივერსიტეტი გადავიდა დისტანციური (სინქრონული და ასინქრონული) სწავლების რეჟიმზე. სწავლების ფორმატის ცვლილების გამო საჭირო გახდა სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში ცვლილების განხორციელება ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მან ფაკულტეტის საბჭოს ფაკულტეტის პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების კომიტეტების მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსების შეფასებაში შეტანილი ცვლილებების ამსახველი ინფორმაცია მიაწოდა განხილვისა და კენჭისყრისთვის. ასოც. პროფ. მ. მელიქიშვლმა აღნიშნა, რომ ცვლილებები არ ეხება საბოლოო გამოცდას და ასევე მიმდინარე შეფასების კომპონენტების შემაჯამებელ ქულას. ძირითადი ცვლილებები აისახა შუალედური გამოცდების კომპონენტში.

კენჭი უყარეს სასწავლო კურსების სილაბუსებში შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების ცვლილებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

შევიდეს წარმოდგენილი ცვლილები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო კურსების შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებში.

2. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ვადის დასრულების გამო სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების დამტკიცება;

ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ საბაკალავრო პროგრამას - ოკუპაციურ თერაპია - აკრედიტაციის ვადა ეწურება 1 ივლისს. სასწავლო პროცესის ვადების მიხედვით, სააუდიტორიო მეცადინეობები სრულდება 27 ივნისს, ხოლო საგამოცდო პერიოდი 5 აგვისტომდე გრძელდება. სტუდენტებმა რომ მოახერხონ სემესტრის დასრულება 15 ივინისს უნდა დაასრულონ მეცადინეობა და დანიშნონ გამოცდები. შესაბამისად, საჭიროა პროგრამისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრა ინდივიდუალურად და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება. ასევე, სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა განცხადებით მიმართეს დეკანს, სადაც ითხოვენ ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას სტუდენტებისთვის, რომ სწავლა დაასრულონ პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლამდე.  სტუნდენტებისა და აკადემიური პერსონალისგან მიღებულია თანხმობები. შესაბამისად, პროგრამის სასწავლო პროცესის შემჭირდოვებულ ვადებში დასრულებისა და  ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავების საკითხი უნდა დადგეს კენჭისყრაზე.

კენჭი უყარეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის დასრულებას 15 ივნისს და სტუდენტებისთვის ინდივიუალური სასწავლო გეგმების დამტკიცებას.

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

საბაკალავრო პროგრამის ოკუპაციურ თერაპია, სასწავლო პროცესი დასრულდეს შემჭირდოვებულ ვადებში, 15 ივნისს და დამტკიცდეს სტუდენტებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმები.

3. ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტების ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების განსაზღვრის საკითხი.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ სტუდენტებმა დეკანს მიმართეს ლექტორებთან შუამდგომლობის თხოვნით - გაეწიოთ გარკვეული შეღავათები ინტერნეტთან წვდომის პრობლემების გამო. ასოცირებულმა პროფ. ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ თითოეულ სტუდენტს, რომელმაც დეკანის სახელზე განცხადება გამოაგზავნა და გაარკვიეს მათი საჭიროებები კონკრეტულ საგნებსა და შეფასების კრიტერიუმებთან მიმართებაში. მათი საჭიროებების გათვალისწინებით სტუდენტებს შევთავაზეთ გარკვეულ შეღავეთები დავალებების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით, ასევე, სინქრონული რეჟიმის (ზუმის) აქტივობების ჩანაცვლება ასინქრონულ რეჟიმის აქტივობებით. ერთ შემთხვევაში, არჩევითი საგნის სპეციფიკიდან (მონაცენთა ანალიზი SPSS-ის გამოყენებით) გამომდინარე საგნის ჩანაცვლება. საბჭომ იმსჯელა კონკრეტული სტუდენტებისთვის აღნიშნული შეღავათების გაწევის შესაძლებლობაზე. ასევე, საბჭომ საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან შუამდგომლობისა და წერილის გაგზავნის სურვილი გამოთქვა, რათა სოფელში მცხოვრებ სტუდენტს მისცენ საშუალება ისარგებლოს სკოლაში არსებული კომპიუტერული ტექნიკით.

კენჭი უყარეს: ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით.

მომხრე: 23

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 1

დაადგინეს:

ინდივიდუალურად განისაზღვროს ინტერნეტზე წვდომის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის დავალების წარდგენის ვადები, სინქრონული აქტივობები ჩანაცვლდეს ალტერნატიული ასინქრონულ აქტივობით. ერთ სტუდენტს სასწავლო კურსის (არჩევითი) სწავლების სპეციფიკის გამო ჩაუნაცვლდეს სხვა კურსით. რეკომენდაცია გაეწიოს და ფაკულტეტმა უშუამდგომლოს ინტერენტისა და კომპიუტერის არმქონე რეგიონში მყოფ სტუდენტს დახმარებისთვის მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას. სტუდენტებისთვის შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმები წარედგინოს ხარისხის მართვის სამსახურს. 

4. სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

ასოც. პროფესორმა, ხათუნა მარწყვიშვილმა ფაკულტეტის საბჭოს მოახსენა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სტუდენტთა ფინანსური წახალისების სასტიპენდიო (პროგრამა ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”) და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ჩატარებისთვის საჭიროა საბუთების ელექტრუნული ფორმით მიღება.

კენჭი უყარეს:

მომხრე: 24

წინააღმდეგი: 0

თავი შეიაკავა: 0

დაადგინეს:

სტუდენტების საკონკურსო საბუთები სასტიპენდიო პროგრამისთვის „ სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ და დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსისთვის მიღებულ იქნას ელექტრონული ფორმით ფაკულტეტის კანცელარიის მეილზე.

5. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა, რომ ფაკულტეტის საბჭოს 4.04.2020 წლის მე-4 სხდომაზე მიღებულ იქნა ფაკულტეტის სწავლებაში ცვლილებების სტრატეგია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო. აღნიშნულ სტრატეგიაში მე-14 პუნქტში სამაგისტრო ნაშრომის დაცვებთან დაკავშირებული ცვლილება შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“. ამ ფორმულირებიდან ცხადად არ ჩანს, რომ სტუდენტებმა შესაძლებელია ვადებშიც დაიცვან სამაგისტრო ნაშრომი. ამიტომ შემოვდივარ წინადადებით ეს პუნქტი შემდეგნაირად იყოს ფორმულირებული: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

კენჭი უყარეს:

მომხრე -24

წინააღმდეგი -0

თავი შეიკავა -0

დაადგინეს:

4.04.2020 წლის ფაკულტეტის მე-4 საბჭოს სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნეირებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია  კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“ მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესით განსაზღვრულ ვადებში ვერ შეძლებენ სამაგისტრო ნაშრომის სრულად წარმოდგენას, ნაშრომების დაცვა გადავადდება სექტემბერში. სტუდენტები დადგენილ ვადებში გაივლიან წინადაცვას სამაგისტროს თეორიული და მეთოდური ნაწილის წარმოდგენით და შემდეგ შეასრულებენ სამაგისტროს კვლევით ნაწილს. მთლიანი სამაგისტრო ნაშრომის დაცვა მოხდება სექტემბერში“.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი გაგოშიძე თამარ

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის,საქართველოს მთავრობის დადეგნილება,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 25 მარტის №67/01-01 ბრძანების „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის“, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 4 აპრილის დადგენილების  საფუძველზე

ვბრძანებ:

1. სასწავლო პროცესებში ელექტრონული კომპონენტების ეფექტური გამოყენების კოორდინირების მიზნით თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნას ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი შემდეგი  შემადგენლობით:

  1. პროფესორი თამარ გაგოშიძე-ფაკულტეტის დეკანი (ჯგუფის ხელმძღვანელი);
  2. ასოცირებული პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი- ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  3. ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი-ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  4. თამარ ხიდაშელი- ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  5. ქეთევან ბაქანიძე-ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
  6. თამარ მანაგაძე-ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
  7. სალომე ჩიტიშვილი-ფაკულტეტის  დეკანის თანაშემწე;
  8. ირაკლი ხურციძე-ლაბორატორიის გამგე;
  9. მარიკა ჩაფიძე-ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 3

ოქმი N4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 4

4.04.2020

დღის წესრიგი:

1.ფაკულტეტის კონცეფცია ელექტრონული სწავლების კომპონენტების გამოყენებასთან დაკავშირებით;

2. პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკის შეფასების საკითხი;

3. სამაგისტრო შრომების შესრულებისა და დაცვის ვადები;

4. შემოდგომის კურსდამთავრებულების წარდგინება;

სხვა:

საბჭოს სხდომა ჩატარდა ზუმის აპლიკაციის გამოყენებით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები:

კუტალაძე იამზე, ნადარეიშვილი ვახტანგ, სურმანიძე ლალი

ასოცირებული პროფესორები: 

აბაშიძე თამარ, არუთინოვა ლუიზა, დესპოტაშვილი მედეა, მამუკაძე შორენა, მარწყვიშვილი ხათუნა, მელიქიშვილი მანანა, მესტვირიშვილი მაია, ფირცხალავა ეკატერინე,  ხეჩუაშვილი ლილი, ირინე ჟვანია.

ასისტენტ პროფესორები:

ჩხიკვიშვილი ლია, თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

პეტრიაშვილი იზაბელა, რუსუდან სანაძე, ზაქარია ქიტიაშვილი

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა, მარინე ბორჩაშვილი

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 22 წევრი

მოისმინეს:

1.ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასოცირებული პროფესორის მანანა მელიქიშვილის მოხსენება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების პირობებში ფაკულტეტის კონცეფციის შესახებ კურიკულუმში ელექტრონული სწავლების კომპონენტების გამოყენების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონცეფციის პროექტი წინასწარ დაეგზავნა საბჭოს და საბჭოს წევრებისგან მიღებულ იქნა უკუკავშირი. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორმა წარმოადგინეს თავიანთი შენიშვნები.

აზრი გამოთქვეს:

ასოც. პროფესორებმა ზ. ქიტიაშვილმა, რ. სანაძემ, თ.აბაშიძემ. მათ აღნიშნეს, რომ  სემინარის ჩატარებისას პედაგოგს მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს - სინქრონულ თუ ასინქრონულ რეჟიმში ჩაატარებს. ამისათვის ტექსტში უნდა ხაზგასმული იყოს არჩევანის შესაძლებლობა. კერძოდ ტექსტი:  „ სემინარის ფორმატი შეიცვლება და დაიყოფა სინქრონულ და ასინქრონულ კომპონენტებად. ასინქრონულ რეჟიმში სტუდენტების გამოკითხვის ეკვივალენტი იქნება მუდლის პლატფორმაზე დავალებების შესრულება, რის საფუძველზეც  მოხდება სტუდენ ტის დასწრება-აქტივობის შეფასება. სინქრონულ რეჟიმში სემინარზე დრო დაეთმობა ძირითადად სტუდენტების შეკითხვებზე პასუხს, განმარტებებს და დისკუსიას, შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში შესაბამისად, დასაშვებია, რომ ონლაინ რეჟიმში სემინარის ხანგრძლივობა საკონტაქტო დროით გათვალისწინებული დროის  ნახევარს წარმოადგენდეს“ შეიცვალოს შემდეგი ფორმულირებით:

„სემინარის ფორმატი შესაძლებელია იყოს ასინქრონულ და/ან სინქრონულ რეჟიმში.

ა. ასინქრონულ რეჟიმში: სტუდენტების გამოკითხვის ეკვივალენტი იქნება მუდლის

პლატფორმაზე დავალებების შესრულება, რის საფუძველზეც  მოხდება სტუდენტის

დასწრება/აქტივობის შეფასება. ამ შემთხვევაში სინქრონულ რეჟიმში სემინარზე დრო

დაეთმობა ძირითადად სტუდენტების შეკითხვებზე პასუხს, განმარტებებს და

დისკუსიას. შესაბამისად, თუ ონლაინ რეჟიმში სტუდენტთა გამოკითხვა არ წარმოებს,

დასაშვებია, სემინარის ხანგრძლივობა საკონტაქტო დროით გათვალისწინებული

დროის  ნახევარს წარმოადგენდეს.

ბ. სინქრონულ რეჟიმში: პროფესორ-მასწავლებლის არჩევანისა და ტექნიკური

შესაძლებლობის ფარგლებში სტუდენტი შეფასდება ზეპირი გამოკითხვის ფორმით

ონლიან რეჟიმში, ხოლო მათი შეფასება დაფიქსირდება LMS-ის ჟურნალში.“

ასოც. პროფესორმა ზ. ქიტიაშვილმა შესთვაზა საბჭოს კენჭისყრა ამ საკითხზე.

საბჭოს მდივანმა დააყენა კენჭისყრაზე დოკუმენტის აღნიშნული ტექსტის შეცვლა შემოთავაზებული ვარიანტით.

მომხრე:22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

დაადგინეს: შეიცვალოს მე-3 მუხლში წარმოდგენილი ტექსტი სემინარის ფორმატის შესახებ მისი შემოთავაზებული ვარიანტით.

ასოც. პროფესორმა მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის მე-6 მუხლში - შეფასება -მოცემულია შეფასების ცვლილების ორი პუნქტი- ა. და ბ. კერძოდ, ა. პუნქტით ფინალურ გამოცდას დაემატება შუალედური გამოცდებისთვის განკუთვნილი ქულები, ხოლო ბ. პუნქტის მიხედვით შეიძლება შიეცვალოს შუალედური გამოცდის ჩატარების წესი- ჩანაცვლდეს პრეზენტაციით, ესეთი, „ქეისის“ გარჩევით. ამ პუნქტში ასევე აღნიშნულია, რომ ფონალური გამოცდების ქულა შეიძლება შეიცვალოს და ვარირებდეს 40-დან 70-მდე. მ. მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს აუხსნა, რომ რაც უფრო მინიმალური ცვლილება იქნება უკვე დამტკიცებულ ქულებში, სწავლის პროცესის მართვის სამსახურისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურისთვის უფრო ადვილი იქნება ამ ცვლილების განხორციელება. ამიტომ მისი შემოთავაზებაა, ამოღებულ იქნას ა. პუნქტი და დარჩეს მხოლოდ ბ. პუნქტი. ფაკულტეტზე განხორციელდეს შუალედური გამოცდები, შესაძლებელია შეიცვალოს ფორმატი, მაგრამ დარჩეს სილაბუსების შესაბამისი ქულები. ასევე ამოღებულ იქნას ფრაზა იმის შესახებ, რომ ფინალური გამოცდის ქულები შეიძლება შეიცვალოს და ვარირებდეს 40-დან 70 ქულამდე. მან საბჭოს შესთავაზა ბ. პუნქტის ახალი ფორმულირება:

„სილაბუსებში არსებული შეფასების ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ესე,

პრეზენტაცია, საშინაო დავალება  და ა.შ. შესრულდება moodl-ის (გამონაკლის

შემთხვევაში LMS-ის) გამოყენებით და შეფასდება ახალი შეფასების შესაბამისად,

რომელიც განთავსდება Moodl-ის პლატფორმაზე და გაიგზავნება ფაკულტეტის

და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

არსებული მდგომარეობის გახანგრძლივების შემთხვევაში, შუალედური

გამოცდა/გამოცდები ჩანაცვლდება შემდეგნაირად: 

ფინალურ   გამოცდისთვის განკუთვნილი ქულები დარჩება უცვლელი;

შუალედური გამოცდის ქულები ჩანაცვლდება ახალი დავალებებით:

პრეზენტაცია, ესე, ქეისი, საშინაო დავალება ან ნებისმიერი სხვა სახის წერითი

დავალებით.“

საბჭოს მდივანმა კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული ფორმულირება და ა. პუნქტის ამოღების საკითხი.

მომხრე:22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

საბჭოს მდივანმა, ი.ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო ფაკულტეტის სწავლების სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი.

მომხრე:22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

დაადგინეს: დამტკიცდეს „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლების სტრატეგია კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ვითარების გამო“ და გამოქვეყნდეს ფაკულტეტის ვებ გვერდზე.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო სათანადოდ ვერ შესრულდება პროგრამების პრაქტიკის კომპონენტი და საჭიროა მის მოდიფიკაციაზე მსჯელობა. ეს საკითხი ეხება საბაკალავრო პროგრამებს: ოკუპაციური თერაპია და მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამა, ასევე პედაგოგიკის მაინორის პროგრამისა და მილევად რეჟიმში არსებული დაწყებითი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მან აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის პირობებში სემესტრის დასრულებამდე შესაძლებელია შემჭიდროვებული გრაფიკით ოკუპაციური თერაპიის კურიკულუმში პრაქტიკული კურსების საათების ანაზღაურება, ხოლო მანამდე, დისტანციურ რეჟიმში კი თეორიული ნაწილის შესწავლა. რაც შეეხება მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებს, აუცილებელია პრობლემის ისე გადაჭრა, რომ სტუდენტები არ დაზარალდნენ და პრაქტიკული ჩვევების ათვისება მოახერხონ.

აზრი გამოთქვეს:

ასოცირებულმა პროფესორმა ზაქარია ქიტიაშვილმა, პროფესორმა ქეთევან ჭკუასელმა. მათ აღნიშნეს, რომ  პროგრამებში ყველა სტუდენტს ევალება უნდა შეასრულოს პრაქტიკული კურსი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია რეალურ სიტუაციაში პროფესიული ჩვევების დაუფლება.  ამისათვის ერთადერთი გამოსავალია, ეთხოვოს განათლების სამინისტროს ონლაინ გაკვეთილებზე სტუდენტების დასწრების უფლება და დისტანციური სუპერვიზია აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლის მხრიდან. განათლების სხვადასხვა პროგრამების შესაბამისი სტუდენტების სიას გადასცემენ დეკანს, რომელიც ადმინისტრაციას სთხოვს შუამდგომლობას განათლების სამინისტროსთან.

კენჭი უყარეს წინადადებას:

ეთხოვოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს განათლების პროგრამების სტუდენტები დაუშვან თიმსის აპლიკაციის საშუალებით ონლაინ გაკვეთილებზე.

ოკუპაციური თერაპიის სტუდენტებმა ონლაინ გაიარონ პრაქტიკის თეორიული ნაწილი და კარანტინის მოხსნის შემდეგ პრაქტიკული ნაწილი შეასრულონ შესაბამის ცენტრებში.

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

ეთხოვოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამის, პედაგოგიკის მაინორის პროგრამისა და მილევადი რეჟიმის დაწყებითი განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტების დაშვება ონლაინ გაკვეთილებზე.

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკით გათვალისწინებული თეორიული საკითხები გაიარონ და კარანტინის დასრულების შემდეგ კი ადგილზე ცენტრებში ჩაუტარდეთ პრაქტიკა.

3. დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა საბჭოს მოახსენა სამაგისტრო დაცვებისა და წინასწარი დაცვების ვადების ორგანიზების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტების ნაწილი მოახერხებს დაცვას სემესტრის ბოლოს, ხოლო ნაწილზე ფაკულტეტის საბჭოს აქვს უკვე მიღებული გადაწყვეტილება, რომ შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია დაიცვან სექტემბერში. მან შესთავაზა საბჭოს სამაგისტრო შრომების წინასწარი დაცვის ვადად გამოცხადდეს 17-27 ივნისი, ხოლო დაცვის ვადად კი 17-27 ივლისი.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვების ვადად გამოცხადდეს 2020 წლის 17-27 ივნისი;

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადად გამოცხადდეს 2020 წლის 17-27 ივლისი.

4. საბჭოს მდივანმა, ასოც.პროფ. ი. ჟვანიამ წარმოადგინა ფაკულტეტის კურსდამთავრებული სტუდენტები, ვისაც მიენიჭა კვალიფიკაცია.

I. მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. აბაზაშვილი მაკა
  2. გერსამია მარიამ
  3. გოგავა ნინო
  4. დემეტრაშვილი სალომე
  5. დოლიძე სალომე
  6. ვარდიაშვილი თეონა
  7. თათარაშვილი დარეჯან
  8. კაბულოვი ანა
  9. კენკიშვილი ანი
  10. კვიცარიძე ლიკა
  11. მაისურაძე მარიამ
  12. ნემსაძე ლუკა
  13. ნემსიწვერიძე ენდი
  14. რუხაძე ბარბარე
  15. საღინაძე თამარი
  16. სახელაშვილი თამარი
  17. სიჩანინ ნადეჟდა
  18. ტუსნიაშვილი სალომე
  19. შაფაქიძე ანა
  20. შოშიაშვილი გიორგი
  21. ცისკაძე მარიამ
  22. ჭუმბურიძე ნინო

საბჭომ კენჭი უყარა წარდგინებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

II. მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. ატახალილოვა გიულტან
  2. გამრეკელაშვილი ლონდა

საბჭომ კენჭი უყარა წარდგინებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

III. მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა"

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. ზურაბაშვილი მარიამ

საბჭომ კენჭი უყარა წარდგინებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IV. მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინების:

  1. ძაგნიძე სალომე
  2. სამჭკუაშვილი ლიკა
  3. წურწუმია ნინო

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. მრელაშვილი დალი

საბჭომ კენჭი უყარა წარდგინებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

V. შევიდეს შესწორება ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებაში (ოქმი N7)  და პუნქტი დ) ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

დ) განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა:

დიპლომი წარჩინებით:

  1. ქამუშაძე ნინო
  2. ქობულაძე გურანდა

დიპლომი ჩვეულებრივი:

  1. აკოპიან მარიანნა
  2. ალიევა ზარიფა
  3. გალოიან ასტხიკ
  4. გაჯიევა ხეირანსა
  5. დარგალი სამირა
  6. ისმაილოვა ვუსალე
  7. მენაბდიშვილი ნათია
  8. მნდლიან მარინე
  9. ომარაშვილი მარიამი
  10. სულეიმანოვა ზოხრა
  11. უმბათოვი ამინ
  12. ჩახოიან კატია
  13. ჯაღაცპანიან ოფელია
  14. ჰასანოვა სონა

საბჭომ კენჭი უყარა წარდგინებას:

მომხრე: 22

წინააღდმეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის მინიჭების წარდგინება და წარედგინოს რექტორს.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

 

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 3

28.02.2020

დღის წესრიგი:  

  1. სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცება 
  2. თ. გოგოტიშვილის წერილის განხილვა
  3. ოკუპაციური თერაპიის საბაკალვრო პროგრამის დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის 
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში 
  5. აკადემიური კეთილსინდისიერების კომისიის შექმნა 
  6. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის საგამოცდო პერიოდის დროზე ადრე  დასრულება 
  7. სხვა.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, თამარ აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, თეონა ლოდია

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, ზაქარია ქიტიაშვილი

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 18  წევრი

განიხილეს:

1. სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცება 

პროფ. ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურის პროექტი ახალი მოთხოვნების შესაბამისად. მან მოახსენა საბჭოს წევრებს, რომ: ეს პროექტი საუნივერსიტეტო მოთხოვნების საფუძველზე შემუშავდა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილისა და მის მიერ. ცვლილებები ძირითადად შეეხო შეფასების სისტემას, კერძოდ: ახალი მოთხოვნებით, რეცენზენტი აღარ აფასებს ქულებით, ის აფასებს იმას, თუ რამდენად აკმაყოფილებს ნაშრომი სამაგისტრო ნაშრომის მიმართ არსებულ კრიტერიუმებს. ეს კრიტერიუმები საფაკულტეტო სტანდარტის ახალ ვერსიაში გაწერილია. ასევე, საბოლოო შეფასებაში არ შედის ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეფასება - ის აღარ აფასებს და მხოლოდ წერილობით ადასტურებს იმას, რომ სამაგისტრო ნაშრომი მზად არის დაცვისთვის. შესაბამისად, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია აფასებს პრეზენტაციას, ითვალისწინებს რეცენზენტის მოსაზრებებს და წერს საბოლოო შეფასებას სტანდარტული შეფასების - 100-ქულიან სისტემაში.

აზრი გამოთქვეს:

ასოც. პროფ.მ. მელიქიშვილმა ყურადღება გაამახვილა ნაშრომის სათაურის, ხელმძღვანელის დაფიქსირების ვადებზე და კოლეგებს სთხოვა მოსაზრებების გამოთქმა.

ასოც. პროფ. ე. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ერთი სემესტრი მას საკმარისად არ მიაჩნია სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად და მაგისტრანტი პრაქტიკულად კვლევაზე მუშაობას უფრო ადრე იწყებს, შესაბამისად ვადების საკითხი კიდევ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი რეალობების გათვალისწინებით.

პროფესორმა ლ. სურმანიძემ საბჭოს შესთავაზა ვადები საბოლოო დოკუმენტში შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

პუნქტი 7.1 სამაგისტრო ნაშრომი ფაკულტეტის ადმინისტრაციას წარედგინება დაცვამდე 15 დღით ადრე.

პუნქტი 8.4 ე. რეცენზენტს ნაშრომი უნდა გადაეცეს დაცვამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე.

საბჭოს მდივანმა ი. ჟვანიამ დააყენა კენჭისყრაზე აღნიშნული წინადადებები.

საბჭომ კენჭი უყარა სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევის დამტკიცებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი:0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის გზამკვლევი - სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვის და შეფასების პროცედურა

2. თ. გოგოტიშვილის წერილის განხილვა

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია წერილის შესახებ, რომელიც ეხება ეროვნული სამეცნიერო ფსიქოლოგიური სკოლის აღდგენის პროცესის დასრულებას და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნის საკითხს. წერილს ხელს აწერს ფსიქოლოგი თ. გოგოტიშვილი. მან საბჭოს წევრებს გააცნო წერილის შინაარსი და სთხოვა აზრის გამოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფ. ი. ჟვანიამ აღნიშნა რომ ამ საკითხის განხილვა ფაკულტეტის საბჭოს კომპეტენციაში არ უნდა შედიოდეს. მისი აზრით, თსუ დებულებით, ყველა საუნივერსიტეტო სტრუქტურული ერთეული, მათ შორის, სამეცნიეროც, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, ხოლო მათთან შესაბამისობის დადგენა იურიდიული სამსახურების პრეროგატივაა და არა აკადემიური პერსონალისა. პროფ. ლ. სურმანიძე დაეთანხმა ი. ჟვანიას, მან აღნიშნა, რომ სამეცნიერო სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას,  თსუ-ში  შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან დამხმარე სამეცნიერო ერთეულის სახით. ერთი ფორმა დამოუკიდებელი საუნივერსიტეტო ინსტიტუტია, მეორე - ფაკულტეტთან არსებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიმართ წაყენებულ კრიტერიუმებს, მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ,,Scopus“ ან ,,Web of Science” ან ,,ERIH”-ში ინდექსირებული სამეცნიერო პუბლიკაციების ფარდობითი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3.0-ისა. ასეთი შესაბამისობები დადგენილ და დაზუსტებულ უნდა იქნას. პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ასევე დასაზუსტებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვალსაზრისი, რამდენადაც  აღნიშნული ინსტიტუტი ამჟამად მის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.  ასოც. პროფ. ლ. ხეჩუაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხს დაფინანსების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს სახელმწიფო საბიუჯეტო მიზნობრივი (მათ შორის, პროგრამული) დაფინანსების არსებობა და ამ საკითხის დაზუსტება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნია, რამდენადაც, მისი აზრით,  ფაკულტეტის საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი ინსტიტუტის დაფინანსებას ვერ შეძლებს. პროფესორები შეეხნენ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის საკითხსაც.

საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრთა ერთსულოვანი აზრით, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს არაფერი ექნება საწინააღმდეგო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემოსვლის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სახით. მაგრამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უნდა დაეფუძნოს ასეთი ინსტიტუტის მიმართ თსუ წესდებით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების მოთხოვნას და პროცედურებს, რაც სცილდება ფაკულტეტის უფლებამოსილებას.  

3. ოკუპაციური თერაპიის საბაკალვრო პროგრამის დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა  საბჭოს

წევრებს მოახსენა, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა მზადაა

რეაკრედიტაციისთვის. პროგრამა მომზადდა ახალი მოთხოვნების მიხედვით, გაიწერა ყველა

კომპონენტი და სილაბუსები. საბჭოს წევრებს დაგზავნილოი ჰქონდათ ოკუპაციური თერაპიის

საბაკალავრო პროგრამის გამზადებული მასალები.

აზრი გამოთქვეს: პროფ. თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი

სასწავლო წლისთვის მოესწროს აკრედიტაცია, რადგან ოკუპაციურ თერაპევტებზე მოთხოვნა

ძალიან დიდია.

ასოც. პროფ. ლილი ხეჩუაშვილმა აღნიშნა, რომ საინტერესო პროგრამაა, შედეგები კარგად არის

გაწერილი და ზოგადად პრაქტიკულად ორიენტირებული პროგრამაა, რომელიც კარგად

იყენებს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს. 

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ირინე ჟვანიამ დააყენა კენჭისყრაზე ოკუპაციური თერაპიის ახალი საბაკალავრო პროგრამა დასამტიცებლად.

კენჭი უყარეს და ერთხმად დაატკიცეს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა და რეაკრედიტაციისთვის გადაეცეს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში 

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა წევრებს მოკლედ გააცნო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის 2019-2020 წლის ანგარიში. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს წიუნასწარ დაეგზავნათ მისი მომზადებული ანგარიში და მზადაა შეკითხვებზეც გასცეს პასუხი. მან მოახსენა საბჭოს, რომ რეაკრედიტაციისთვის რეაკრედიტაციისთვის მომზადდა 2 პროგრამა: მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ  მიიღო სრული უპირობო აკრედიტაცია 4 წლის ვადით (№ 247; 17.12.2019); განათლების მეცნიერებები, სამაგისტრო პროგრამამ  მიიღო სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით (№ 262; 19.12.2019); ასევე მომზადდა ახალი სამაგისტრო პროგრამა „მასწავლებელთა განათლება“.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისიხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეაფასა საგანმანათლებლო პროგრამებში განხორციელებული სტრუქტურული და სასწავლო კურსების შინაარსობრივი ცვლილებები, გაუმჯობესების მიზნით მომზადებული შესაბამისი წინადადებები გააცნო პროგრამის ხელმძღვანელებსა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ პერსონალს, ასევე, პროგრამის განხორციელებით დაინტერესებულ სხვა მხარეებს.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდა ფაკულტეტის მიერ აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების თვითშეფასების  პროცესში, შესაბამისი დოკუმენტების პროექტების განხილვაში, თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტის დროს დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების, ექსპერტებთან გასაუბრებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ცენტრალური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ორჯერ განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების შიდა შეფასების/მონიტორინგის ვიზიტები მოწვეული ექსპერტთა ჯგუფების მიერ. ივნისის თვეში შეფასდა ორი სასწავლო პროგრამა: დაწყებითი საფახურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო პროგრამა და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა. საექსპერტო ჯგუფის დასკვნები გადაეგზავნათ პროგრამის ხელმძღვანელებს. 

ნოემბრის თვეში განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი, რომლითაც  შეფასდა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო და ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) სამაგისტრო პროგრამები. საექსპერტო ჯგუფის დასკვნები გადაეგზავნათ პროგრამის ხელმძღვანელებს.  მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა სამომავლო გეგმები პროგრამების განვითარების მიზნით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბების დაგეგმილ ღონისძიებებში.  „Turnitin“-ის პროგრამით თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემოწმდა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შესრულებული ნაშრომები, სულ 69 სამაგისტრო ნაშრომი.

ასოც. პროფ. მანანა მელიქიშვილმა საბჭოს ასევე მოახსენა სტუდენტთა გამოკითხვის ზოგადი შედეგები, რადგანაც  ინფომაცია ინდივიდუალურად დაეგზავნა ყველა პროფესორს.

საბჭომ იმსჯელა ხარისხის უზურნველყოფის სამსახურის უფროსის ანგარიშზე და ერთხმად დაატკიცა.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

5.აკადემიური კეთილსინდისიერების კომისიის შექმნა 

დეკანის მოადგილემ სამეცნიერო დარგში საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ სტუდენტის მიერ ელექტრონულ ფორმატში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შემოწმდეს პლაგიატზე, რაც ხდება ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ეს მოთხოვნა არსებობს სამივე დონის ნაშრომების მიმართ. დეტალურად პლაგიატზე შემოწმების პროცედურები გაწერილია სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურაში და შეგიძლიათ იხ. მუხლი 6.  აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატი.

შესაბამისად, ფაკულტეტმა უნდა შექმნას აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია, რომელიც იმუშავებს საჭიროების (მაგალითად, პლაგიატის არსებობაზე ეჭვის გაჩენის) შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კომისია 3 პროფესორის შემადგენლობით. მე გთავაზობთ შემდეგ კანდიდატურებს: ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილი, ასოც. პროფ. მ. მესტვირიშვილი, ასოც. პროფ. ზ. ქიტიაშვილი.

საბჭოს მდივანმა, ასოც. პროფ. ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისიის კანდიდატურები: ასოცირებული პროფესორები: მ. მელიქიშვილი, მ. მესტვირიშვილი და ზ. ქიტიაშვილი.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შეიქმნას აკადემირუი კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ასოც.პროფ. მ. მელიქიშვილი, ასოც.პროფ. მ. მესტვირიშვილი და ასოც.პროფ.  ზ. ქიტიაშვილი.

6. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის საგამოცდო პერიოდის დროზე ადრე  დასრულება 

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო ოკუპაციური თერაპიის სტუდენტების განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის  აკრედიტაციის ვადა იწურება 1 ივლისს, რაც სასესიო პერიოდს ემთხვევა. ამიტომ აღნიშნული პროგრამის სტუდენტები დასკვნითი გამოცდების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარებას ითხოვენ, რათა სემესტრი დასრულდეს აკრედიტაციის რეჟიმში.  ახალი სასწავლო პროცესის ვადების მიხედვით ,,სააუდიტორიო’’ მეცადინეობები სრულდება 27 ივნისს, ხოლო საგამოცდო პერიოდი 5 აგვისტომდე გრძელდება.

ამ რეალობიდან გამომიდინარე საჭიროა 15 კვირის ნაცვლად (27 ივნისი) ოკუპაციური თერაპიის პროგრამისთვის სასწავლო პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში გაგრძელდეს 15 ივნისამდე. ამაზე არსებობს სტუდენტების თანხმობები.

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს:

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში, 15 ივნისს დასრულდეს.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე 

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 2

20. 02. 2020

დღის წესრიგი:

  1. მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ნანა სუმბაძე, მზია წერეთელი

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, ლუიზა არუთინოვა, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ანასტასია ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე,   მაია მესტვირიშვილი, ია კუტალაძე.

ასისტენტ პროფესორები:

ნინო ლაბარტყავა, თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

 პროფესორი: 

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

ქეთევან ცანავა.

განიხილეს:

  1. მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი.

მოისმინეს:

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობა, რაც შეთანხმებულია სამაგსიტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან. ყველა სამაგისტრო პროგრამაზე ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე ბარდება A ტიპის ტესტი. მ.მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ 2020-2021 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღებას აცხადებენ შემდეგი პროგრამები:

ფსიქოლოგიის დეპარტამენტი:

  1. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა -15 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -80, გამოცდა ინგლისურ ენაში -20;
  2. შორმისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 14 ადგილი; კოეფიციენტები:  გამოცდა სპეციალობაში -80, გამოცდა ინგლისურ ენაში -20;
  3. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - 15 ადგილი; კოეფიციენტები:  გამოცდა სპეციალობაში -80, გასაუბრება ინგლისურ ენაში-20;
  4. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია - 8 ადგილი; კოეფიციენტები: ესსე -60; გასაუბრება სპეციალობაში -40;
  5. იურიდიული ფსიქოლოგია - 10 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში -50, გასაუბრება სპეციალობაში - 40, გასაუბრება უცხო ენაში- 10;
  6. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება -10 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში- 60, კოეფიციენტები: გასაუბრება უცხო ენაში - 30, სამოტივაციო წერილი -10;

განათლების დეპარტამენტი:

  1. განათლების მეცნიერებები - 60 ადგილი; კოეფიციენტები: გამოცდა სპეციალობაში- 80, გამოცდა უცხო ენაში - 20.

საბჭოს წევრები გაეცნენ წარმოდგენილ საკითხს და კენჭი უყარეს:

მომხრე:  19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების წარმოდგენილი მისაღები ადგილების რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 1

04.02.2020

განსახილველი საკითხი:

  1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება;
  2. სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (ხელმძღვანელები: ნ. სუმბაძე; ა. ქიტიაშვილი)  დამტკიცება;
  3. სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  4. ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა;
  5. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი;
  6. სხვა: გ. გოროშიძის საკითხის განხილვა. 

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ნანა სუმბაძე, თამარ აბაშიძე, გიორგი გოროშიძე, მანანა მელიქიშვილი, ანასტასია ქიტიაშვილი, ირინე ჟვანია, თეონა ლოდია, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა,  ლილი ხეჩუაშვილი, შორენა მამუკაძე.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

ქეთევან ჭკუასელი, ეთერ ღვინერია.

სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები:

მარიამ ბექაური, დიანა ზვიადაძე.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 18  წევრი

განიხილეს:

1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა სილაბუსებში. ეს ცვლილებები, ძირითადად, ეხებოდა ლიტერატურის ჩამონათვალსა და შეფასების სისტემას. მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილები განხილულ იქნა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების კომიტეტის მიერ.  ქვემოთ ჩამოთვლილია სილაბუსები, რომლებშიც აისახა ცვლილებები.

საბაკალავრო პროგრამა: ფსიქოლოგია.

  1. კოგნიტური ფსიქოლოგია 1 (თ. გაგოშიძე)– შეიცვალა შეფასების სისტემაში ქულების განაწილება;
  2. კოგნიტური ფსიქოლოგია 2 (თ. გაგოშიძე) –შეიცვალა შეფასების სისტემაში ქულების განაწილება და განახლდა თემატიკა;
  3. ფსიქოლინგვისტიკის შესავალი  (ი. მინდაძე) – შეიცვალა საკონტაქტო საათების განაწილება;
  4. ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები (ე. დგებუაძე) – განახლდა თემატიკა;
  5. ქცევითი პრობლემები სკოლაში (ნ. ლაბარტყავა) – დაემატა ახალი სავალდებულო ლიტერატურა;
  6. სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენები  (ე. ფირცხალავა) –დაემატა ახალი ლიტერატურა.

სამაგისტრო პროგრამა: გამოყენებითი სოციალური ფიქოლოგია

  1. სოციალური გავლენები და ჯგუფის დინამიკა  (ე. ფირცხალავა)– დაემატა ახალი ლიტერატურა და თემები.

სამაგისტრო პროგრამა: განათლების ფსიქოლოგია და კვლევა

  1. განათლების ფსიქოლოგია 1 (ნ. ლაბარტყავა)  – დაემატა ახალი თემები და სავალდებულო ლიტერატურა.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა ზემოთ დასახელებულ სილაბუსებში ცვლილებების შეტანის დამტკიცების საკითხს.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2. სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (ხელმძღვანელები: ნ. სუმბაძე, ა. ქიტიაშვილი) - დამტკიცება;

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა მეორე საკითხი გააცნო საბჭოს წევრებს, რომელიც ეხებოდა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის დამტკიცებას. მან აღნიშნა, რომ პროგრამას გაუვიდა ვადა და საჭიროებდა რეაკრედიტაციას. აღნიშნულმა პროგრამამ გაიარა ექსპერტიზა, მისმა ხელმძღვანელებმა გაითვალისწინეს ყველა რეკომენდაცია. პროგრამის ხელმძღვანელმა ანასტასია ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის სტუდენტების საკითხიც დადებითად გადაწყდა. საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა აღნიშნული საკითხი.  

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა სადოქტორო პროგრამის – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია - დამტკიცებას;

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამა გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია.

3.სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული დებულების განხილვა

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ 2021 წლიდან ძალაში შევა სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული დებულება. მან აღნიშნა, რომ ამ დებულების ძალაში შესვლის შემდგომ აკადემიური პერსონალის ხელფასში სამეცნიერო საქმიანობა აისახება მის შესაბამისად, ამიტომ ფაკულტეტმა უნდა მოამზადოს შესაბამისი სახელფასო მოდელი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს  აქვს სამი ტიპის სახელფასო მოდელი, ამრიგად, შესაძლებელია მათი გამოცდილების გაზიარებაც. თამარ გაგოშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე უკვე არსებობს სახელფასო მოდელის სამუშაო ვარიანტი, რომელიც მოამზადა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა. ასევე, შესაძლებელია ინტეგრირება და/ან სხვა ვარიანტის მოფიქრებაც. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს შესთავაზა სახელფასო მოდელის არსებული ვარიანტების გაცნობა და მოსაზრებების გამოთქმა ფაკულტეტისათვის მისაღები მოდელის შესაქმნელად. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ინდივიდუალურად იმუშავებენ არსებულ ვერსიებზე და მოამზადებენ თავიანთ კომენტარებს.

4. ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა

ფაკულტეტის საბჭოს თამჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ უნივერსიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 2020 წლის ბიუჯეტში გადავიდა გარკვეული თანხა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფაკულტეტებს გადაუნაწილა აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატისთვის. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს გადაეცა 77 000 ლარი. თ. გაგოშიძემ საბჭოს წევრებს შესთავაზა აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე მოცემული თანხის თანაბრად გადანაწილების მოდელი.

კენჭი უყარეს წინადადებას: სახელფასო განაკვეთისთვის გამოყოფილი დამატებითი თანამდებობრივი სარგო თანაბრად გადანაწილდეს აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სახელფასო განაკვეთისთვის გამოყოფილი დამატებითი თანამდებობრივი სარგო თანაბრად გადანაწილდეს აკადემიური პერსონალის მთლიან საშტატო განრიგზე.

5. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი

1) ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა   მაგდა მამალაძისთვის (2019 წლის  კურსდამთავრებული, სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია, დიპლომი წარჩინებით) სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ფსიქოლოგიაში მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, მაგდა მამალაძეს მიენიჭოს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეს შესაბამისი დიპლომი  (სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2) ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა:

ნანა შათირიშვილს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, ნანა შათირიშვილს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი  (ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

ხატია ხაჩიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, ხატია ხაჩიძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

მარიკა ბერიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, მათემატიკის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი წარჩინებით) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, მარიკა ბერიძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (მათემატიკის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

თეონა ფანჩულიძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი წარჩინებით) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს,  თეონა ფანჩულიძეს  მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, დიპლომი წარჩინებით)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

თამარ ჭაბუკაძეს  (2019 წლის  კურსდამთავრებული, გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი) მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებისა და შესაბამისი დიპლომის მიცემის  საკითხი.

კენჭი უყარეს წინადადებას: 2019 წლის კურსდამთავრებულს, თამარ ჭაბუკაძეს მიენიჭოს მასწავლებლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის და მიეცეს შესაბამისი დიპლომი (გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა,  დიპლომი ჩვეულებრივი)

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

გარდა ამისა, ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს მოახსენა, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის  28 ოქტომბრის #20973/26  კურსდამთავრებულთა წარდგინებაში   გაიპარა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: კურსდამთავრებულ ანჟელა აბულაძეს,  წარჩინების დიპლომის ნაცვლად, უფიქსირდებოდა ჩვეულებრივი დიპლომი. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი უნდა შეიცვალოს. ცვლილება უნდა შევიდეს ფაკულტეტის საბჭოს  2019 წლის  24 ოქტომბრის   N 12  ოქმში და შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:  

მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი   და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

    სწავლების ძირითადი დარგი - განათლების პოლიტიკა

    დიპლომი წარჩინებით:

  1. აბულაძე ანჟელა       

კენჭი უყარეს წინადადებას, რომ დაფიქსირდეს ცვლილება და ეს ცვლილება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი   და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

      სწავლების ძირითადი დარგი - განათლების პოლიტიკა

    დიპლომი წარჩინებით:

  1. აბულაძე ანჟელა          

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

6. სხვა

ბოლო საკითხად პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ფაკულტეტის საბჭოს დამსწრე წევრებს ცნობად მიაწოდა ასოცირებული პროფესორის გიორგი გოროშიძის მიერ საბჭოსთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი, რომელიც ეხებოდა მისთვის ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის საკითხის დაყენებას საბჭოზე. საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თსუ-ის იურიდიულ დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად (რაც ასახულია ელექტრონულ მიმოწერაში), გ. გოროშიძის აღნიშნულ წერილს უკვე ელექტრონულადვე გასცა პასუხი და აქვე იმეორებს ამ პასუხს. კერძოდ, დღის წესრიგში არ შეიძლებოდა ამ საკითხის შეტანა, რადგან საერთოდ არ დასმულა ასოცირებული პროფესორის ადგილის გამოცხადების საკითხი იმის გამო, რომ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად ერთი ასოცირებული პროფესორის ნაცვლად ითხოვს ორ ასისტენტ პროფესორის შტატს.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N: