Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1) დამტკიცდეს  2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების  დაცვის   განრიგი და დაცვის კომისიების შემადგენლობა:        

2) შეიქმნას 2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო   ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:
 

საბაკალავრო  პროგრამა ,,სოციალური მუშაობა“-  16,17, 18  ივლისი  09:00 სთ.  

ფიზიკის ინსტიტუტი  აუდიტორია 602

  • სალომე ნამიჭეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • ნათელა ფარცხალაძე -  ასოც. პროფესორი; მდივანი,
  • თამარ მახარაძე-ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო შატბერაშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ზურაბ ტატანაშვილი-მოწვეული პედაგოგი.


საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია’’- 20 ივლისი, 11:00 სთ. 

  • გიორგი გოგსაძე- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • ლუიზა აბაზაძე- მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი
  • თამარ დოლბაია-პროფესორი
  • ნინო პავლიაშვილი-ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ია იაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • გიორგიკვინიკაძე-ასოცირებული პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა“ და ,, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ (რუსულენოვანი კომპონენტებით) -16,  17, 18, 19, ივლისი, 10:00 სთ

თსუ კორპუსიVI  აუდიტორია 303

  • მანანა შამილიშვილი-  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • მაია ტორაძე-ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • მარი წერეთელი-ასოცირებული პროფესორი
  • ნათია კუპრაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • ნინო ჭალაგანიძე- ასოცირებული პროფესორი
  • ნანა ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა კაჭარავა - ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა მაისაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • რეზი ჭიჭინაძე - ასოცირებული პროფესორი
  • თეა მჟავანაძე-ასისტენტ პროფესორი
  • ნათია სვანიძე-ასისტენტ პროფესორი
  • თინათინ მაჭარაშვილი-ასისტენტ პროფესორი
  • თამარ ბელქანია - ასისტენტ-პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა ,,სოციოლოგია “-  16,17, 18, 19,  ივლისი, 10:00 სთ       

 თსუ კორპუსიVI  აუდიტორია 103

  • ამირან ბერძენიშვილი- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, მდივანი
  • კახა ქეცბაია -ასოცირებული პროფესორი
  • ნინო დურგლიშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • ლაშა მათიაშვილი-ასოცირებული პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა ,,პოლიტიკის მეცნიერება’’- 16,17,18,19 ივლისი 10:00 სთ

 თსუ კორპუსი I აუდიტორია 01

  • ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ალექსანდრე კუხიანიძე- პროფესორი
  • ავთანდილ ტუკვაძე-ასოცირებული პროფესორი
  • ვალერიან დოლიძე-ასოცირებული პროფესორი
  • ვლადიმერ ნაფეტვარიძე-ასისტენტ პროფესორი
  • გიორგი მელიქიძე -  ასისტენტ პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ – 20 ივლისი, 11 სთ.

  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • თორნიკე თურმანიძე - პროფესორი;
  • ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი

3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 65/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე        ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №134/02-01,  13.15.2024  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის საფუძველზე” ვბრძანებ:
 

1.  2023-2024   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის   საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან  (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№134/02-01,  13.05.2024) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 836 ლარი)  გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.

2.  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

3.   სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა ჩაბარებულ საგანში მინიმუმ 81 ქულისა და მეტის საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.

4.   2023-2024  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრში  დაფინანსებული  თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტთა რაოდენობისა და გამოყოფილი

თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)   აკადემიური   შედეგებისა   (95–100   ქულა)   და       სამეცნიერო   აქტივობების გათვალისწინებით,     დაფინანსება     განხორციელდეს     სწავლის     სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 75.02 % -ით, კერძოდ 1055 ლარის ოდენობით;

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 67.91 % -ით, კერძოდ 955 ლარის ოდენობით;

გ) აკადემიური შედეგებისა 90-დან 94.9 ქულამდე  და       სამეცნიერო   აქტივობების გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 60.80  % -ით, კერძოდ  855 ლარის ოდენობით;

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 53.69  % -ით, კერძოდ  755 ლარის ოდენობით;

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 39.75 %- ით, კერძოდ 559 ლარის ოდენობით.

5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის      დეკანის      N63/30,      14.05.2024      ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 64/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №134/02-01,  13.05.2024  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№134/02-01,  13.05.2024) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 836 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
  2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
  3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

                ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

                ბ)  სანდრო ტაბატაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის    მოადგილე

                გ) ნათელა მონიავა – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

                დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

                ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

                ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

                ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული  დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს

5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება   ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge   

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს  დაინტერესებულ   პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 63/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N114/01-01 02/05/2024 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:

 

1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N 114/01-01 02/05/2024 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 146 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

  • მანანა შამილიშვილი  – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
  • მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
  • ნაირა მახაშვილი – უფროსი სპეციალისტი;
  • ირმა ჩხეიძე-– უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
  • მაია ჟღენტი-უფროსი სპეციალისტი;
     

3) საბუთები მიიღება:  14-16 მაისი  VI კორპუსი, # 107, 10:00 -17:00 სთ

4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 62/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანებით 2024 წლი #59/30 შექმნილი კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივანი,  მირანდა მიქაძე-ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც იმყოფება შვებულებაში  ერთჯერადად ჩაანაცვლოს  თამარ ჯახუამ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის სპეციალისტიმა.

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 61/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4-ის 4 –9 პუნქტებისა  და ფაკულტეტის  დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

 

  1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:
  2. ინტერდისციპლინური მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 16 აპრილი, 15:00 - 16 სთ; თსუ II კორპუსი, აუდიტორია #235;
  3. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 18 აპრილი, 15:00  - 17სთ; თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
  4. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
  5. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადება  მიღება  8 აპრილიდან -15 აპრილის ჩათვლით 10:00 დან 16:00 საათამდე  თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა.
  6. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  7. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
  8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 60/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის განახლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. 3 -ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განახლდეს ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ლევან ჩოხელი  - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • მარეხ დევიძე -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის მოადგლე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • მირანდა მიქაძე -  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 59/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის  გიორგი პარკაულის  2024 წლის 16 თებერვლის  განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი პარკაულის ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,, რუსეთის საგარეო პოლიტიკა “   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 58/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 57/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება,  ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ ვბრძანებ:

1) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე-სამეცნიერო კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება/გამორიცხვის მიზნით  ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია  შემდეგი შემადგენლობით :

  • მაია ტორაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფეროსი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თეონა თაბუაშვილი - კომისიის მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
  • თინათინ დავითაშვილი- ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები) მიმართულების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2) ფაკულტეტის სამეცნიერო სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.

3) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 56/30

კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის N20/01-01, 23/01.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:15 სექტემბერი, 14:00 საათი; N235, II კორპ.

2. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია:

2.1 კომისიის შემადგენლობა:

  • გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი

 

3. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

სრულად

ბრძანების N: 55/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი 1.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 2 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა); 

5. საკონკურსო პროექტების  ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანცელარიაში როგორც მატერიალური, ასევე CD-ზე ჩაწერილი სახით წარდგენის ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი,   საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
     

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 54/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ  ვბრძანებ:

1.,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 სემესტრის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N235 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
  • ზურაბ აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
  • რამაზ საყვარელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 53/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 7 თებერვალს, 11:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 52/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროფესორი;
  • ლია წულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის  ასოცირებული პროფესორი;
  • შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 51/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 თებერვალს, 11:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროფესორი;
  • ლია წულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის  ასოცირებული პროფესორი;
  • შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 50/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,კონფლიქტოლოგიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,კონფლიქტოლოგიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ  ვბრძანებ:

1. ,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 14:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N240 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
  • გუგული მაღრაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების  პროფესორი;
  • თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
  • ალიკა გუჩუა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 49/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-8 სემესტრის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ზვიად აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვალერიან დოლიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • სანდრო ტაბატაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • მანანა დარჩაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 48/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2024“ განხორციელების შესახებ

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი-2024“ განხორციელების შესახებ  ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო და არჩევითი, ხოლო სამაგისტრო პროგრამების სავლდებულო საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2018 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 500 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 50 სტუდენტისა. სამაგისტრო პროგრამის საგანზე არანაკლებ 10 სტუდენტისა.

5. სახელმძღვანელოს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2024 წლის 1-ლი მარტი, 13.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:

სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში  – 2024  წლის 1-ლი ნოემბერი

ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2025 წლის 1-ლი მარტი

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა– კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
  • მანანა შამილიშვილი – კომისიის მდივანი, პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თამარ დოლბაია– ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
  • კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 47/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

3. კონკურსის პირობები:

3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;

3.3. სავალდებულოა პროექტში  არანაკლებ 3 აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 2,5 GPA-ს მქონე სტუდენტის ჩართვა. პროექტში შესაძლებელია, ჩართული იყოს სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტი.  ბაკალავრიატის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 60 კრედიტი მაინც;

3.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პროექტის სავარაუდო ხელმძღვანელმა, თუ იგი იყო „მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში“  2022 წლის ჩათვლით  გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი, უნდა წარმოადგინოს გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტატიის ელექტრონული მისამართის სახით)

3.5. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა

5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა: 2024 წლის 22 თებერვალი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 5 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024  წლის 1 აპრილიდან -15 ნოემბრამდე;

8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

10. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

11. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

12. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი,   საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულება;
  • ხათუნა მაისაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • ლაშა მათიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

13.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა - 20 %
  • სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის სამეცნიერო ღირებულება,  ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %
  • კვლევის მეთოდოლოგია - 20 %
  • ბიუჯეტი-20%
  • აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

14. გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური:

16. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

17. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 46/30