,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის 15 ივლისის N15900/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 03 ივლისის N180/02-01 ბრძანებაში, კერძოდ: ზემოაღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ა.ა. პირველი ეტაპის გადახდა განხორციელდეს მოსამზადებელი კურსის მსმენელის მიერ სწავლის დაწყებამდე“ ;
2.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების
განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 03 ივლისის N180/02-01 ბრძანებაში, კერძოდ: ზემოაღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტს დაემატოს „კ.)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„კ.) აბიტურიენტის/წარმომადგენლის მიერ კურსზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, თუ აბიტურიენტის მიერ გასავლელი საათების რაოდენობა აღემატება 70 საათს, აბიტურიენტი იხდის კურსის საფასურის სრულ ღირებულებას, 100%-ს; აბიტურიენტის/წარმომადგენლის მიერ კურსზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, თუ აბიტურიენტის მიერ გასავლელი საათების რაოდენობა შეადგენს 70 საათს ან ნაკლებს, აბიტურიენტი იხდის კურსის საფასურის სრული ღირებულების ნახევარს, 50%-ს;“
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე