"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების , ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N7; 26.12.2023წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის N8/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას 2026 წლის 16 ივლისის N16004/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ უფროსის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).
ბ) მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საფინანსო/ეკონომიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის და ხელმძღვანელ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება.
გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.
4. აპლიკანტს მოეთხოვება იცნობდეს:
ა) საქართველოს კანონს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’.
ბ) საბიუჯეტო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს.
გ) თსუ აკადემიური საბჭოს შესაბამის დადგენილებებს.
დ) საქართველოს კანონს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’.
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებას - ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებას - ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) კომუნიკაბელურობა;
ბ) პროფესიონალიზმი;
გ) მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დ) დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებული დროის მართვის უნარი;
ე) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ვ) დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
ზ) პრობლემების ინდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;
თ) ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
ი) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
კ) პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
6. თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს საფინანსო დეპარტამენტის საქმიანობა, გაანაწილოს მოვალეობები დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, მისცეს მათ მითითებები და დავალებები.
ბ) დაგეგმოს დეპარტამენტის მუშაობა, შექმნას შრომის აუცილებელი პირობები, მიიღოს შესაბამისი ზომები თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად.
გ) ორგანიზება გაუწიოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას. ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და მიიღოს ზომები უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად.
დ) წარუდგინოს განსახილველად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას წინადადებები დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, დეპარტამენტის პერსონალთან შრომითი ურთუიერთობის შეწყვეტის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
ე) განიხილოს და ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება.
ვ) უზრუნველყოს კორესპონდენცის განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება. ხელი მოაწეროს ინფორმაციული ხასიათის წერილებს, რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტის საქმიანობის საგანს.
ზ) ზედამხედველობა გაუწიოს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, დაადგინოს დეპარტამენტის მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობა, განახორციელოს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი.
თ) განახორციელოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ მომსახურების სისტემაში ანგარიშწორების დადასტურება. უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო
დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
7. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 22 ივლისიდან 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,საფინანსო დეპარტამენტის უფროსი“.
10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1 და დანართი 2);
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 7 აგვისტოსი.
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შესყიდვების განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე