,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2026 წლის 8 ივლისის N15256/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 8 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ა)კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება:
მედეია ჯანჯალია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
თამარ ჭელიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით)
გიორგი დონაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თინათინ ზედგინიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ვალერი თავხელიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თეიმურაზ მაჩაიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ლია ჭელიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ანა გელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ცოტნე დადიანი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მიხეილ ციციშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ბ) ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება:
ლალი ასანიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნანული ბაღდავაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ეთერ გინტური -მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
თამარ გიორგაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ეთერ ლომიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ემმა ნამჩევაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ოლია რჩეულიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მარიამ ოსეფაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026 წლის 13 ივლისიდან.
4.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია