geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი    პუნქტის,    ,,საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     დამოუკიდებელი     სამეცნიერო-კვლევითი     ერთეულის სამეცნიერო პერსონალის    სამსახურში    მიღების    ერთიანი    წესისა    და    სამეცნიერო თანამდებობების დაკავების    დამატებითი    პირობების    დამტკიცების    შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18, მე-20 და 21-ე პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე- 4 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2026 წლის 8 ივლისის N15294/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 7 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ   ნოდიას   სახელობის   გეოფიზიკის   ინსტიტუტის   სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე   გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
ნადეჟდა  დოვგალი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
სოფიკო მაღიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)
დავით კიტოვანი - მეცნიერი თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული   (4 წლის ვადით)


ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
დიმიტრი ტეფნაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
ნინო სადრაძე -  მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
დ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
ალექსანდრე ჭანკვეტაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნინო  ჯამრიშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი  - 0,5 საშტატო ერთეული   (4 წლის ვადით)
ხატია თავიდაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

ე) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
ელენე უჩავა -  მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)


ვ) ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
გენადი კობზევი - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მარიამ  თოდაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ნინო  კაპანაძე - მეცნიერი თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

ზ) დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
თამაზ  მათიაშვილი - მეცნიერი  თანამშრომელი  - 1  საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების   გაფორმება მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026  წლის 13 ივლისიდან.
4.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია