,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18, მე-20 და 21 - ე პუნქტების, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 და მე- 4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 3 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის თეა ლაზარაშვილის 2026 წლის 8 ივლისის N15214/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 6 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმიN1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
ა) მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილება
ნაზირა კაკულია - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
ლია დვალიშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ზურაბ ნოზაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
მედეა მელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ციცინო თეთრაული - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
ბ) ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევის განყოფილება:
გვანცა ერისთავი - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
თამარ თაფლაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია 2026 წლის 13 ივლისიდან.
რექტორი ჯაბა სამუშია