N
09.07.2026
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,
54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2026 წლის 08 ივლისის N15242/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (ბრძანების მე-5 პუნქტში „მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით“-ის ნაცვლად, შეცდომით მითითებულ იქნა „მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით“ ) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში 2026-2027 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მომზადების წლიური საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 03 ივლისის N180/02-01 ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა მოსამზადებლად თითოეული მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით)“;
2.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე