"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 21 აპრილის 8/04 ერთობლივი ბრძანების და ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის პ. ჯაგუნავას 2026 წლის 6 ივლისის N15047/10 განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა.
3. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება; საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.
4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) გუნდური მუშაობის უნარი;
ბ) დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
გ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დ)დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ე) ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების უნარი;
ვ) კომუნიკაბელურობა;
ზ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში განთავსებულ ქონებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
ბ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მატერიალური ფასეულობების დაცვა-შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლი.
გ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში არსებული აპარატურის და დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
დ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში სასწავლო კურსების ჩატარების ხელშეწყობა.
ე) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შემოსულ სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1; დანართი 2);
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 13 ივლისიდან 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) საშტატო განრიგით განსაზღვრულ პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
- www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში;
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე