„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- საქართველოს ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის 2026 წლის 23 ივნისის SDSU 31-06-2026 მიმართვის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2026-2027 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 20 აგვისტო;
ბ) სალექციო პერიოდი - 24 აგვისტო - 11 დეკემბერი;
გ) საგამოცდო პერიოდი - 14-18 დეკემბერი;
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 15-18 იანვარი;
ბ) სალექციო პერიოდი - 20 იანვარი - 7 მაისი;
გ) საგამოცდო პერიოდი -10-14 მაისი;
2026-2027 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:
ა) აკადემიური რეგისტრაცია - 17-20 მაისი;
ბ) სალექციო პერიოდი - 24 მაისი - 13 აგვისტო;
გ) საგამოცდო პერიოდი - 16-20 აგვისტო;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე