,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 2026 წლის 19 ივნისის N13568/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვეების (2 ვაკანსია) შესარჩევად:
ა)მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
ბ) მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
2. მეეზოვის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
3. ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
4. პიროვნული თვისებები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) ორგანიზებულობა დ)შრომისმოყვარეობა;
ე) ენერგიულობა.
5.დამატებითი ინფორმაცია:
ა) სამუშაო პირობები და გრაფიკი განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ბ) აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ, როგორც მამაკაც, ისე ქალ კანდიდატებს;
6. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
7. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
9. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ- დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში. დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვეების (შტატგარეშე პოზიციები) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა