geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების    შესახებ“      საქართველოს კანონის    23-ე    მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,  56-ე მუხლის      მე-2    და    მე-3    ნაწილების,    57-ე  მუხლის,     63-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების    მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის         - ივანე     ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის   პირველი პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, თსუ-ის საგამოცდო ცენტრის  უფროსის მაია ჩიღვინაძის  2026 წლის 16 ივნისის N13235/10 მოხსენებითი ბარათის და  დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფის” 2026 წლის 15 ივნისის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს      ცვლილება   ,,სსიპ           - ივანე      ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     მიერ   დაინტერესებულ ფიზიკურ      და   იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო,    საგამოცდო,  მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და    მომსახურეობის სახეობების   განსაზღვრის         შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის   30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი  N2 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2 - თსუ საგამოცდო ცენტრის განკარგულებაში არსებული სივრცეები).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა