geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების     დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის  პირველი და მე-4 პუნქტების, ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2026 წლის 3 ივნისის N12228/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2026 წლის     3 ივნისის სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში    - ანდრია  რაზმაძის   სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თენგიზ ბუჩუკური - თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ნუგზარ შავლაყაძე - თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ)  ოთარ ჯოხაძე   -  თსუ ანდრია  რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის   ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  - ოთარ ჯოხაძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - თენგიზ ბუჩუკური და საკონკურსო კომისიის მდივნად -  ნუგზარ შავლაყაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).

6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე