Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის  სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”         ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის    პირველი პუნქტის, ილია  ვეკუას      სახელობის  გამოყენებითი   მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  დირექტორის გიორგი ჯაიანის  2026 წლის   11 მაისის  N10255/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომის ოქმი N2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ      – ივანე   ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი       ინსტიტუტის      მეცნიერი               თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვახტანგ  კვარაცხელია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი    მათემატიკის     ინსტიტუტის,   დირექტორი/მთავარი    მეცნიერი თანამშრომელი.

ბ) შოთა ზაზაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  მათემატიკის  მიმართულების პროფესორი.

გ) ედისონ  აბრამიძე    - საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის  ნიკო  მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

დ) არჩილ ყიფიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

ე)   თეიმურაზ დავითაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის  ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ   - ვახტანგ კვარაცხელია, საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  -  შოთა  ზაზაშვილი  და     საკონკურსო  კომისიის მდივნად -  ედისონ აბრამიძე.

3. დაევალოს საკონკურსო  კომისიას   უზრუნველყოს  კონკურსის   ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 18 ივნისისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი  მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია