Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების,  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის     N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის N190/02-01 ბრძანების და ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის 2026 წლის 26 მარტის N6487/29 განცხადების   საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი   სტაჟიორის   შერჩევის   მიზნით  სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის სახელობის თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ეკონომიკისა    და    ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის    კათედრაზე        ანაზღაურებად   სტაჟირებაზე,      1 (ერთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტს (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება).

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს:

ა) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციები პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე.

4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);

ბ) ერთ-ერთ უცხო  ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);

გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: Internet Browser.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად   სხვადასხვა   ამოცანებზე    დამოუკიდებლად    და   ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ი) ცვლილებების  ადეკვატურად   აღქმის უნარი  და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

1. კათედრაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების ინფორმირება  ფაკულტეტზე არსებულ საორგანიზაციო საკითხებისა  და დაგეგმილი ღონისძიებების  შესახებ;

2. კათედრის სხდომის ოქმების და სხდომის ოქმებიდან ამონაწერის წარმოება;

3. კათედრის ხელმძღვანელისათვის კათედრის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგების დატვირთვების განაწილებაში დახმარება;

4. ფორმა #5,  ფორმა #3  მომზადება  და  მიწოდება  სასწავლო პროცესის  მართვის სამსახურში;

5. პროფესორ-მასწავლებელთა CV-ების, სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოწმობების შეგროვება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის გადაცემა;

6. ფაკულტეტის  ადმინისტრაციიდან და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურიდან შემოსულ წერილებზე რეაგირება და ადრესატთათვსი გადაცემა;

7. საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მსურველთა ინფორმირება. საკათედრო ეტაპის ორგანიზება, შედეგების გაფორმება და გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის; 
8. კათედრის მაგისტრანტების, დოქტორანტების, მოდულის სტუდენტების საჭიროებისამებრ ინფორმირება, საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა და ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

9. საკონსულტაციო  საათების განრიგის შედგენასა და კათედრის ლექცია-სემინარების ცხრილის შედგენაში დახმარების გაწევა;

10. სასწავლო  პროცესის   მართვის   სამსახურის   მიერ   მოწოდებული  სემესტრული შეფასების  უწყისებზე        აკადემიური პერსონალის და  მოწვეული  პედაგოგების ხელმოწერების უზრუნველყოფა და მისი დროულად მიწოდება;

11. სამაგისტრო  და  საბაკალავრო კვლევითი  პროექტების  დაცვების   ორგანიზებაში მონაწილეობა;

12. სამაგისტრო და  საბაკალავრო  პრაქტიკის  ანგარიშების    დაცვების  ორგანიზებაში მონაწილეობა;

13. პრაქტიკის ობიექტზე სტუდენტთა განაწილების ორგანიზება და პრაქტიკის დაცვისათვის მოსამზადებელი სამუშაოების  ხელშეწყობა;

14. კათედრაზე არსებული საარქივო მასალების მომზადება და არქივისთვის გადაცემა;

15. შუალედური და ფინალური გამოცდების ნამუშევრების მიღება, კათედრის აკადემიურ   და  მოწვეულ  პერსონალზე განაწილება და  მათი  მიწოდება  საგამოცდო ცენტრისთვის;

16. აკადემიური  პერსონალის ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშების შეგროვება და ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურისთვის მიწოდება;

17. კათედრაზე წიგნის  თარგმნასთან დაკავშირებით  ტექნიკური    საკითხების შესრულება;

18. სტუდენტთა მომსახურება (საგამოცდო საკითხების დროულად მიწოდება, საჭიროების  შემთხვევაში   პედაგოგის  სასწავლო განრიგის  გაცნობა და  საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება);

19. კათედრაზე მიმდინარე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესრულებისათვის ტექნიკური საკითხების მოგვარება.

7. კონკურსში    მონაწილეობის   მისაღებად  აპლიკანტმა   უნდა   წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება    კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი  N2 და დანართი  N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში); 
ვ) ცნობა „სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“  (სტაჟიორის  პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 3 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით.

9. კონკურსში  მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე.

11.კონკურსში მონაწილეობის მსურველი       აპლიკანტის       შერჩევა      განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის   მიერ. საბუთების არასრულად       გამოგზავნის   შემთხვევაში,    საკონკურსო კომისიის    მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის      მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,  წინასწარი    შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

12. აპლიკანტის  მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის   3 აპრილიდან  8 აპრილის ჩათვლით. ელექტრონულ ფოსტაზე  : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრაზე.

13.ინფორმაცია „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  მარკეტინგის  კათედრაზე სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის  აპრილის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური).

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე