Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების   შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, 322 მუხლის პირველი, მე-3,  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების  (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2026 წლის   30 მარტის   7/04 ერთობლივი ბრძანების  და  მიხეილ  ნოდიას  სახელობის  გეოფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის   ნოდარ ვარამაშვილის   2026 წლის     24 მარტის      N6191/10   წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი     სსიპ-ივანე      ჯავახიშვილის    სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ  ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის     არანაკლებ       6 წლის    გამოცდილება    (რაც გულისხმობს  არამხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი,  რომელსაც აქვს დოქტორის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება  (რაც გულისხმობს   არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და    გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 2  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე    4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს  პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის  ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური   ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილება (რაც გულისხმობს  არა მხოლოდ სამეცნიერო-  კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული  ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 1  რეიტინგული  სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5.მთავარი  მეცნიერ  თანამშრომლის, უფროსი  მეცნიერ  თანამშრომლის და  მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობა  შეიძლება  დაიკავოს  პირმა,  რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების   ერთიანი  წესითა  და  სამეცნიერო  თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
6. კონკურსი  გამოცხადდეს 2026 წლის პირველ აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 4 მაისიდან  2026 წლის 7 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისისა.
7. კონკურსი  გამოცხადდეს   მიხეილ  ნოდიას   სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის,  უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის  დასაკავებლად:

ა) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა  და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (7 წლის ვადით) მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული (4 წლის ვაადით)
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით)

დ) ჰიდროგეოფიზიკისა  და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
მეცნიერ თანამშრომელი - (0,5) საშტატო ერთეული (4 წლის ვადით) 


8.სამეცნიერო თანამდებობაზე  გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია  განსაზღვრული  პირობებისა  და  ვადების  დაცვით  წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)   განცხადება   საკონკურსო   კომისიის    სახელზე   დადგენილი   ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)   პირადობის    დამადასტურებელი    დოკუმენტის   ასლი   (პასპორტი,   პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია  (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2026 წლის 4 მაისიდან   2026 წლის 7 მაისის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის
ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი,   მ. ალექსიძის ქ N1  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
10.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’  ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე