Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის  პირველი პუნქტის "ზ"  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის      2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 15 იანვრის  N4/02-01 ბრძანების  და დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გოგშელიძის 2026 წლის 15 ინვრის N642/10 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დმამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3.  აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:

ა)  საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
გ)  თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  დებულება;

4. აპლიკანტი უნდა  ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა,  მეტყველება);
ბ) ინგლისურ ენას;
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად  მუშაობის უნარი დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის  უნარი
ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6.  სასწავლო პროცესის  მართვის  დეპარტამენტის   სტუდენტთა  რეესტრის  წარმოების განყოფილებაში სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა შესახებ თსუ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge) / საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (uni.emis.ge) წარმოების წესით გათვალიწინებული მონაცემების შეტანა/ განახლება;

ბ) სწავლების სხვადასხვა საფეხურის  სტუდენტების მიმართ თსუ რექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ასახვა სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge)/საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (uni.emis.ge);

გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და დიპლომის დანართების, სერტიფიკატებისა  და მოწმობების დასკანერება და საგანმანათლებლო  დაწესებულებების რეესტრში(uni.emis.ge) /უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (uni.tsu.ge) ატვირთვა.

დ) სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული  კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში,  უნივერსიტეტის სხვა  სტრუქტურულ  ერთეულებთან  კოორდინირებული  მუშაობის  საფუძველზე წერილების მომზადება. 
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება კონკურსში  მონაწილეობის თაობაზე  (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ)  განათლების  დამადასტურებელი,   საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო  ენის ცოდნის   დამადასტურებელი  დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8. დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 23  იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის  განხილვის  საფუძველზე   საკონკურსო კომისიის  მიერ. საბუთების არასრულად     გამოგზავნის  შემთხვევაში,   საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის   მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი   შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში  განისაზღვრება  700 (შვიდასი)  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 6 ( ექვსი) თვე.

11.  აპლიკანტის  მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება  2026 წლის 23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის   ველში  უნდა   მიეთითოს  -  ანაზღაურებადი  სტაჟირება  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილება.

12. ინფორმაცია    ,,სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  სტუდენტთა რეესტრის წარმოების განყოფილებებში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2026 წლის თებერვლის თვისა. 
14. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური).

15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე