Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის "ზ"   ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2025 წლის  23 ივლისის     N11/04 ერთობლივი  ბრძანების,   ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მზია წერეთლის 2025 წლის 8 ოქტომბრის N25368/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საშტატო განრიგით განსაზღვრულ      ხარისხის       უზრუნველყოფის      სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1250  (ათასორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში   მუშაობის   არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება.

4. აპლიკანტი უნდა  იცნობდეს:
ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს;
ბ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონს;
გ) თსუ  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  დებულებას;
დ) ფაკულტეტის  დებულებას;
ე) თსუ წესდებას.
ვ)  ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ თსუ - ში მოქმედ რეგულაციებს.
5. აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა; 
ბ) ოპერატიულობა;
გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად  და ეფექტურად მუშაობის უნარი;
დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; 
ე) დასაბუთების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი. 
ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; 
ი) კრეატიულობა

6. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის საშტატო  განრიგით განსაზღვრულ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)    პოზიციაზე    დასაქმების  შემთხვევაში  პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი  მოვალეობები)  შესრულება:
1)  მობილობის  პროცესში  გადმოსული  სტუდენტების მიერ  თსუ-სა   და  სხვა  უსდ საგანმანათლებლო  პროგრამების ფარგლებში მოპოვებული  კრედიტების აღიარების პროცედურაში მონაწილეობა;
2) სასწავლო კურსის  სილაბუსებში და საგანმანათლებლო  პროგრამებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საორგანიზაციო  საქმიანობაში მონაწილეობა;
3)  საბაკალავრო და  სამაგისტრო  სასწავლო კურსების  სილაბუსების  ანოტაციების მომზადება და სილაბუსების ბაზაში დროულად განთავსება;
4) სასწავლო კურსების და აკადემიური პერსონალის შესახებ  სტუდენტთა გამოკითხვის  ორაგანიზებაში  მონაწილეობა და შედეგების  შესახებ  აკადემიური პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება;
5)  საბაკალავრო, სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამების  აკრედიტაციისა   და ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა;

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; 
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში  აპლიკანტმა პერსონალის მართვის  დეპარტამენტში   უნდა   წარმოადგინოს ცნობა  -  ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.
8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა   განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები  არ განიხილება.  აპლიკანტი,  ვის  მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
9. ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე 17:00 საათამდე ელექტრონულ  მისამართზე:    vacancy@tsu.ge.   სათაურის    ველში   უნდა    მიეთითოს   -
„ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია“.
10. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის       ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია)   შესარჩევი კონკურსის  გამოცხადების  შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ნოემბრისა.
14.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   შესყიდვების განყოფილება, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე