,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ , ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 9 ოქტომბრის N25416/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ”უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის ’’ მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,თ) თსუ-ს სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები თავისუფლდებიან შესაბამისი (რომელი უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებიც არიან) უცხო ენის ტესტირების ვალდებულებისაგან, თუკი განაცხადს აკეთებენ ისეთ მობილობაზე, სადაც სწავლების ენა იგივეა, რაც სრულად უცხოენოვანი ან/და ერთობლივი უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა თსუ-ში. აღნიშნული პირობა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მიმღები უნივერსიტეტი არ ითხოვს თსუ-ს სრულად უცხოენოვან ან/და ერთბლივ პროგრამაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს შორის შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.’’
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
რექტორიჯაბა სამუშია