,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ 4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის შესახებ’’ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის 2 ივნისის N07/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. უნივერისტეტის ფაკულტეტებს დაევალოთ:
ა) საფინანსო დეპარტამენტთან შეთანხმებით, 2025 წლის 15 ივლისამდე უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინონ საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) სამეცნიერო ჟურნალების შექმნა/განვითარების 3 წლიანი პროექტი (პროექტის დაწყების ვადა არაუადრეს 2025 წლის 1 აგვისტოსი), რომელიც უნდა მოიცავდეს ეტაპობრივად განსახორციელებელი ღონისძიებების აღწერას და ვადებს შესრულებაზე პასუხიმგებელი პირების მონაცემებს და მათი ფუნქციური დატვირთვის აღწერას (ჟურნალის განვითარების დროში გაწერილი გეგმა, შესაბამისი შუალედური(ყოველწლიური) და შეფასების ინდიკატორების მითითებით SCOPUS- ისკრიტერიუმებთან მიმართებაში, საბოლოო შედეგით - განსაზღვრულ ვადებში SCOPUS- ში ინდექსირების სახით).’’
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორი ჯაბა სამუშია