Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო  და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 ოქტომბრის №247/01-01 და №248/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) მანანა რუსიეშვილი -  თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა ტონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ელისაბედ ბჟალავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ირინე ტატიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ე) ნინო დარასელია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ვ) მანანა ფხაკაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ზ) ილონა ქენქაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) რუსუდან ცანავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი ყუფარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ქეთევან ლორთქიფანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ეკატერინე კობახიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) მაია ღამბაშიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების, ქართული ენისა და თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) მარიამ მირესაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლადო მინაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე ნავროზაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი);
დ) ივანე ლეჟავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ე) ქეთევან სიხარულიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
ვ) მერი ნიკოლაიშვილი - თსუ-ს ემერიტუსი, ფილოლოგიის დოქტორი;
ზ) თამარ ციციშვილი - თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი;

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) რუსუდან ზექალაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ეთერ სოსელია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ელენე გოგიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).

 

3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიისა და  კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დიმიტრი შველიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ბონდო კუპატაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი  (კომისიის მდივანი);
დ) სულხან კუპრაშვილი - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი;
ე) ნუგზარ ანთელავა - ჩერქეზული კულტურის ცენტრის მეცნიერ-კოორდინატორი, ისტორიის დოქტორი;

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) დოდო ჭუმბურიძე - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ბეჟან ხორავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ალექსანდრე ბოშიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიისა და  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) დემურ ჯალაღონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზაზა სხირტლაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირაკლი ბრაჭული - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მამუკა დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი;
ე) ირინა აბესაძე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნინო თომაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინე კოშორიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათელა ჯაბუა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 213/2018

გიორგი გოგოლაშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2018 წლის 25 სექტემბრის №19545/10 და 26 სექტემბრის №19642/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №24 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
3.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 212/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა რაოდენობის განსაზღვრის  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 29 ოქტომბრის №6 სხდომის ოქმისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2018 წლის 31 ოქტომბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის  №210/2018 დადგენილების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ“  მიზნებისათვის განისაზღვროს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა შემდეგი ვაკანსიები:


ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 6;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 7, სტუდენტი - 4;
გ) იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 4;
დ) მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 2;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 3;
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 2;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 8, სტუდენტი - 5;
თ) თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ი) თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი - 1;
კ) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 1;
ლ) თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი - 1;
მ) თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი - 1;
ნ) თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი - 1;
ო) თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი - 1;
პ) თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი - 1;
ჟ) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი - 1;
რ) თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი - 1;
ს) თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - 1;
ტ) თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი - 1;
უ) თსუ თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - 1;
ფ) თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1;
ქ) თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი -1;
ღ) თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - 1.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნუნუ ოვსიანიკოვას.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 211/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები 2018 წლის 16 ნოემბერს.


2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 16 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს საარჩევნო კომისიას, რომელიც განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.


3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს მოქმედი ნორმატიული და უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესით“.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2018 წლის 3 ნოემბერს და დასრულდეს 2018 წლის 9 ნოემბერს.


5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.


6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – „თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას. 
8. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
11. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნუნუ ოვსიანიკოვას.
12.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 210/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 26 ივლისის №175/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) კორნელი კაკაჩია - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ფიქრია ასანიშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ანჯეი კლიმჩიკ - USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის საერთაშორისო კომუნიკაციების ექსპერტი;
ე)  დავით აფციაური - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლ. მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და ტიანძინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) სოფიო პეტრიაშვილი - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სალომე დუნდუა -  თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზვიად აბაშიძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 209/2018

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის №110/2017 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის №21255/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 2 ოქტომბრის №110/2017  დადგენილება.

 

2. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 208/2018

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7  სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის №21255/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილების პირველი პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტი. 

 

2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 207/2018

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10  აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 28 სექტემბრის №19892/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტი. 

 

2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 206/2018

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის №19/2016 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №19785/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ოქტომბრის №23 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 17 თებერვლის №19/2016 დადგენილების პირველი პუნქტის VII ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. 

 

2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 205/2018

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის №135/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №20937/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 28 დეკემბრის №135/2015 დადგენილებაში:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

 

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი.


2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის დებულება (დანართი №1).“;

 

გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი დამტკიცდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

 

2. წინამდებარე დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე  
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 204/2018

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 25 ივლისის №174/01-01 და 2 აგვისტოს №180/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №179/2018 და 7 სექტემბრის №189/2018 დადგენილებები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 14.09.2018, №19469/10-02; 14.09.2018, №19470/10-02; 19.09.2018, №20729/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 სექტემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ქართული ენის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა

 

ანა ხარანაული - ასოცირებული პროფესორი;

 

ბ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრა

 

ინესა მერაბიშვილი - პროფესორი; 

 

გ) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი 

 

ნანა გაფრინდაშვილი - პროფესორი.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 203/2018

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 2 მაისის №103/01-01 ბრძანების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №148/2018 დადგენილების მე-4 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო-სააპელაციო კომისიისათვის უნივერსიტეტის რექტორის 2018  წლის  2 მაისის №103/01-01 ბრძანებით აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ირანისტიკისა და აღმოსავლეთის ისტორიის (თურქეთის  ისტორია) კათედრებზე გამოცხადებული კონკურსების საკითხის შესაბამისი მითითებით დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №183/2018 დადგენილების,  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №148/2018 დადგენილების მე-4 პუნქტი) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (წერილები: 24.07.2018, №14004/10-02; 12.09.2018, №18935/10-02), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

 

ა) ირანისტიკის კათედრა     

 

ა.ა) მარინე ალექსიძე;
ა.ბ) ფატმან ანთაძე-მალაშხია;
ა.გ) მზია ბურჯანაძე;
ა.დ) მანანა კვაჭაძე;
ა.ე) თეა შურღაია;

 

ბ) აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა (თურქეთის  ისტორია)

 

მირიან მახარაძე. 

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 202/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №213/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორების (საერთაშორისო სამართლისა და კერძო სამართლის მიმართულებები) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) ლევან ალექსიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თამარ ზარანდია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი ჩაკვეტაძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი მახარობლიშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე)  ნათია ჩიტაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ბესარიონ ზოიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ეკატერინე შენგელია - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი რუსიაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 201/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 30 აგვისტოს №202/01-01 ბრძანების, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 5 სექტემბრის №17839/28 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის (იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

საკონკურსო კომისია

 

ა) დიანა ძიძიგური - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანული დორეული - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ გაიდამაშვილი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) არნოლდ გეგეჭკორი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) ნინო გაჩეჩილაძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საკონკურსო-სააპელაციო კომისია

 

ა) ნანა კოშორიძე - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ ლეჟავა - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მანანა გორდეზიანი - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 200/2018

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 11 სექტემბრის №18326/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის №21 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ბ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა   „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ (დანართი 193);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო   პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (დანართი 59);
მ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი 219);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 664  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (დანართი 220);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 666 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 256);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 667 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 258);
ტ) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 87-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 87);
უ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 89-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სამართალი“ (დანართი 89);
ფ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ქ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
ღ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 225);
ყ) VII  ნაწილის „ა“ პუნქტის 1931 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ (დანართი 292);
შ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი 238).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 199/2018

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №29/2018  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 13 სექტემბრის №18561/10 და 14 სექტემბრის №18754/10 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 13 სექტემბრის №21 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №29/2018  დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1). 

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 198/2018

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე რიგგარეშე მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის პროგრამული თავსებადობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 6 სექტემბრის №17978/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების (№23/05, 27.02.2018) საფუძველზე, სრულად იქნეს აღიარებული შსს აკადემიის რიგგარეშე მობილობით თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე გადმოსული სტუდენტების მიერ აკადემიაში მიღებული განათლება და ამასთანავე, განესაზღვროთ შემდეგი პირობების დაკმაყოფილება №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1). 

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 197/2018

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №185/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აგვისტოს №16531/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №185/2018  დადგენილების პირველი პუნქტის 1.1. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“  ქვეპუნქტი. 

 

2.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 196/2018

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის  №142/2018 დადგენილების მე-6 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  ნაწილობრივ დამტკიცებისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2018 წლის პირველი მაისის №99/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2018 წლის 4 ივნისის №142/2018 დადგენილების მე-6 პუნქტი) გადაწყვეტილების (წერილი: 03.09.2018, №16312/28), საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნისა (წერილი: 02.08.2018, №14669/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმი დამტკიცდეს ნაწილობრივ და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (მათემატიკის დეპარტამენტი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი) მათემატიკური ლოგიკისა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის (ინტერდისციპლინური) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს როლანდ ომანაძე.

 

2. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრის (ინტერდისციპლინური) ნაწილში წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე. საკონკურსო კომისიას დაევალოს კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად სათანადო პროცედურების განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. 

 

3. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 195/2018

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №14/2018 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის №14/2018 დადგენილებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი პუნქტის „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ლ2) ია ნაცვლიშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 194/2018