“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიუდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების “ მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
1. დადგინდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აკადემიური დატვირთვის შეღავათიანი რეჟიმი – აკადემიური პერსონალისათვის დადგენილი სალექციო საათობრივი დატვირთვის ნახევარი.
2.    დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
