Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 08/05/2026

ბრძანების N:: 53/30

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 24 მარტის N50/30  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N6/2025 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია” დოქტორანტ დიანა ლეჟავას განცხადების N41700 02.04.2026  საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებაში N50/30 24.03.2026 შევიდეს ცვლილება და ბრძანების 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის     სოციოლოგია” დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის  დაცვის თარიღად განისაზღვროს 2026 წლის 15 მაისი, 11:00 საათი“

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ  პირთათვის.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.