Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი იწვევს სტუდენტებს გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსზე.

 

კურსს გაუძღვება გრაფიკული დიზაინის ლექტორი - მარიამ კაჭარავა. მას აქვს 5 წელზე მეტი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში. მონაწილეობდა გამოფენებში გერმანიაში, ესპანეთსა და პოლონეთში. თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოში და მუშაობს ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: Adobe Spark და Adobe Max. კურსის ფარგლებში გაიმართება 5 ლექცია 2-4-7-9-11 ივლისს, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

 


მონაწილეობის მიღება უფასოა თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის, მონაწილეობა შეუძლიათ ყველა სტუდენტს ფაკულტეტისა და საფეხურის განურჩევლად. 

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 30 ივნისი,  23:59 

თარიღი: 26/06/2025