ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (EUAS) აცხადებს კონკურსს ექსკლუზიურად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის 2021 წელს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისათვის ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ორწლიანი დაფინასების მოსაპოვებლად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ივლისი
სტიპენდიების პირობებისა და წარსადგენი საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ დანართი 1, ასევე ეწვიოთ შემდეგ ბმულს.