ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით
1. შეჩერდეს 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესის” მე-7 მუხლის I ნაწილის ზ პუნქტი.
2. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთი და იმავე საგანში ორჯერ ვერ მიიღეს დადებითი შეფასება, მიეცეთ უფლება 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განმეორებით მოისმინონ საგანი და ჩააბარონ დასკვნითი გამოცდა.
3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
4. დადგენილება გამოქვეყნდა საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი