ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით
« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,
1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვირთვა – სრული პროფესორისათვის – არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორი არანაკლებ – 6 საათი, ასისტენტ-პროფესორი არანაკლებ 8 საათისა. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება (18.06.2009, №232).
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი