1. გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.
2. დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის ოქტომბრამდე.
3. დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.
- თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი