Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 საწავლო წლისთვის გამოიყოს 252 ვაკანსია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1).


2. ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებისათვის განსაზღვრული 252 ვაკანსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოს ინსტიტუციური აკრედიტაციით დადგენილი ქვოტის ზემოთ.


3.  კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
4.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი