ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.
1. შევიდეს ცვლილება "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში და ძალადაკარკულად იქნას ცნობილი აღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტის "გ" ქვეპუნქტი.
2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის წერილი №760/02, 23.01.2009წ. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულების წარდგინება №974/02, 27.01.2009წ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი