“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 და 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 და 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11 დეკემბრის №134/01-01 ბრძანების საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული იქნას:
ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება:
მაია ციციშვილი
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 18.03. 2010 შემაჯამებელი ოქმი.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი