Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
10.03.2011, №22/2011 დადგენილებით
 


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის "ბ" და "ს" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ -  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის "ბ" ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 03.02.2011, №2008/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ახლადშემოერთებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის" და შპს _ "საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის") საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხი.


 
2. ყოფილი სსიპ - "თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის":


ა) IV კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თსუ-ს პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში;

 

ბ)  III კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, თეუსუ-ის პროგრამის შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ სემესტრში არა უმეტეს 35 კრედიტისა;


გ) III-IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად თეუსუ-ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით;


დ)  III კურსის სტუდენტებს სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებად განესაზღვროთ:


1)    ქართული სამართლის ისტორია;
2)    ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები;
3)    კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები;
4)    შესავალი სამართალმცოდნეობაში.


ე) I და II კურსის სტუდენტებმა დაასრულონ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა თსუ-ს პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით და მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა.


 
3. ყოფილი შპს _ " საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი "- დან გადმოსულმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა საგნების თანხვედრის გამო მთლიანად დაასრულონ თსუ - ის პროგრამის მოთხოვნები ; IV კურსის სტუდენტებს მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში ; I, II და III კურსის სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა აირჩიონ წელიწადში არა უმეტეს 65 კრედიტისა .


 
31. ყოფილი შპს – „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტიდან გადმოსულ III და IV კურსის სტუდენტებს არაიურიდიული და უცხო ენის მოდულის მოთხოვნები ჩაეთვალოთ შესრულებულად სესსუ - ის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით. (10.03.2011, №22/2011)


 
4. ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის სტუდენტები გადმოვიდნენ თსუ – ის სამაგისტრო პროგრამაზე . (10.03.2011, № 22/2011)


 
41. ყოფილი სსიპ - „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (თეუსუ) და ყოფილი შპს _ „საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ (სესსუ) მაგისტრატურის IV სემესტრის იმ სტუდენტებმა, რომლებიც იმავე სემესტრში დაასრულებდნენ სამაგისტრო პროგრამას, დაასრულონ სასწავლო კურსი შესაბამისად თეუსუ – ისა და სესსუ – ის პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, თსუ – ის პროგრამების შესაბამისობის გათვალისწინებით და მიეცეთ არა უმეტეს 40 კრედიტის არჩევის შესაძლებლობა დამამთავრებელ სემესტრში. (10.03.2011, № 22/2011)


 
5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი