კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: სასწავლო კურსი განკუთვნილია ბიზნეს-ოპერატორებისთვის და სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე დაკავებული პერსონალისთვის, სურსათის უვნებლობის რეფორმით დაინტერესებულ ფოკუს-ჯგუფებში შემავალი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ასევე, იმ მომიჯნავე სფეროებში მომუშავე პირებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: კურსის მიზანია მოამზადოს სპეეციალისტები, რომლებიც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებენ დაიცვან სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი პრინციპები, წესები და პროცედურები თავიანთი პრაქტიკული საქმიანობების განხორციელებისას, როგორც სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებში, ასევე სადისტრიბუციო ობიექტებსა და ცხოველური, თუ მცენარეული წარმოშობის სურსათის პირველადი წარმოებისას. შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობაზე ზემომქმედი საფრთხეები; გაათვითცნობიერონ შესაფუთი მასალებისა და ტარის მნიშვნელობა და როლი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად; ხე;ლი შეუწყონ კარგი ჰიგიენის პრაქტიკის განხორციელებას, სწორად აწარმოონ სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია და განახორციელონ ჩანაწერები; სწორი წარმოდგენები ჰქონდეთ სურსათის ხარისხსა და ფალსიფიკაციაზე, იცოდნენ სსხვადასხვა ჯგუფის სურსათის მიმართ დადგენილი ნორმატივები; ზოგადი წარმოდგენები იქონიონ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებსა და სტანდარტებზე.
კურსს უძღვებიან:
მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მიქაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან დადიანი
კურსის მოცულობა: 15 სთ.
კურსის ღირებულება: 90 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორის ტელ.: 2 25 04 84 (შიდა ნომერი 1463); 555 603080.
ელფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge
ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის
დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ
მსმენელებს
ქეთევან დადიანი - შპს „გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“-ს დირექტორის მოადგილე; თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2019 წლიდან არის -საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და ვიცე–პრეზიდენტი; 2020 წლის თებერვლიდან არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი.
თსუ-ს დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამების ფარგლებში სასერტიფიკატო და ტრეინინგ-კურსების „სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა“; „სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი“, „სურსათის უვნებლობა ბიზნესოპერატორებისათვის“, „სურსათის ნიშანდება“, -ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი; 2012 წლიდან დღემდე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი; არის პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის წევრი. 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის რევიზიისა და განახლების მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი. არის გამოგონების პატენტმფლობელი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტებში (პროექტების ხელმძღვანელის, საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტის და ტრენერის რანგში), მათ შორის - სურსათის უვნებლობის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ფაქტიური კვებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებული საფრთხეების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების და არსებული რისკების შემსწავლელ კვლევებში.