Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ დოროშენკო

მიხეილ დოროშენკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებუსმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2004 –2008 წლებში იგი სწავლობდა ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2008 –2010 წლებში  გაიარა მაგისტრატურის სრული კურსი მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულებით (ხელმძღვანელი პროფ. ომარ მუკბანიანი). სწავლების ორივე საფეხური მიხეილ დოროშენკომ დაასრულა წარჩინებით. სტუდენტობის პერიოდში  იყო არაერთი კონფერენციის მონაწილე, სადაც მისი ნაშრომი ყოველთვის აღნიშნულია ჯილდოთი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიხეილ დოროშენკომ მოიპოვა DAAD-ის (გერმანიის აკადემური გაცვლის სერვისი) სტიპენდია, ხოლო შემდგომ IMPRS–(International Max Planck Research School) დაფინანსება და 
დოქტორანტურაში სწავლა გააგრძელა მაქს-პლანკის პოლიმერების სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში (ქ. მაინცი, გერმანია) სადაც  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.მიხეილ დოროშენკო ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, ქალაქ ჰანოვერში.იგი მუშაობს Continental AG | R&D - Tires Concepts and Mobility Technologies, სადაც იგი არის ახალი ტექნოლოგიების განვითარების უფროსი მენეჯერი.

თარიღი: 08/04/2022