Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საპროექტო წინადადების შედგენაზე მუშაობა დაიწყო. თსუ მაღალი ენერგიების ინსტიტუტის A ბლოკის გამაგრებისა და რეაბილიტაციის მიზნით შესასრულებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ტენდერში გამარჯვებული  კომპანია შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ წარმომადგენლები ობიექტის შეფასებით/შესწავლით სამუშაოებს შეუდგნენ.

 

შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ წარმომადგენლებს თსუ კანცლერი ლაშა საღინაძე და კანცლერის მოადგილე გიორგი შამათავა შეხვდნენ და ერთად დაათვალიერეს კორპუსი.  ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს შენობა-ნაგებობის აზომვას, გეოლოგიურ და ფუძე-საძირკვლების დეტალურ კვლევას; ჩატარებული კვლევების საფუძველზე კონსტრუქციული პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.

 

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, გამაგრების სამშენებლო სამუშაოების პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.