Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი 2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით  23-24 აპრილს „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ მასპინძლობს.

 

საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და გამომცემლობები საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს წარუდგენენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება და გაიყიდება, როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შემეცნებითი ლექციები, წიგნების პრეზენტაციები და დისკუსიები.

 

ღონისძიებაში მონაწილეობს 10 უმაღლესი სასწავლებელი და 24 გამომცემლობა.

 

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის “საბიბლიოთეკო საქმის” პროგრამის სტუდენტები.

თარიღი: 23/04/2024