Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათია დოლიაშვილი

2012 წელს ჩაირიცხა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კომპიუტერულ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში იღებდა სტიპენდიას ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში.

როგორც წარჩინებული სტუდენტი იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით ლიტვაში. ბაკალავრიატი დაამთავრა უმაღლესი 4–ის ტოლი GPA.

მაგისტრატურის პროგრამაზე სწავლა გააგრძელა ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით სრული დაფინანსებით. როგორც საუკეთესო სტუდენტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუნიშნა სტიპენდია.

სწავლის შედეგებზე დაყრდნობით Google–მა , როგორც ერთ–ერთ წარმატებულ სტუდენტს შესთავაზა მონაწილეობა Google CodeU პროგრამაში. პროგრამა გულისხმობს Google ინჟინრებთან კოდის  რეგულარულ განხილვას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების შესწავლას. პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად ნათია მიიწვიეს სტუდენტთა სამიტზე ლონდონში.

ნათია დოლიაშვილი : „მაგისტრატურის განმავლობაში გავიმარჯვე კონკურსში და ინტერშიფი გავიარე ავსტრიაში ერთ-ერთ წამყვან კვლევით ცენტრში (SCCH). იქ მუშაობა მიწევდა პროფესიონალ ინჟინრებთან. მათგან ძალიან ბევრი რამ  ვისწავლე არა მარტო ჩემს სფეროში, არამედ სამუშაო ეთიკის  მიმართულებითაც. ინტერშიფის დასრულების შემდეგ გავიმარჯვე ერასმუსის კონკურსში და გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი იტალიაში.

მაგისტრატურა ძალიან მაღალი შედეგებით დავამთავრე და საქართველოში დავბრუნდი. რატომ? აქაურობა ძალიან მომენატრა  და ვეღარ გავძელი, თუმცა ვაპირებდი ევროპაში დარჩენას....

 ამჟამად „საქართველოს ბანკში“ მონაცემთა მეცნიერის თანამდებობაზე ვმუშაობ.“

თარიღი: 20/09/2020