Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია სილქნეტი-ის შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული თსუ სტუდენტი ანი ჩხიკვაძე გახდა. 

პროექტის გამარჯვებულს თსუ-მ საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი, კომპანია “სილქნეტმა” კი სმარტფონი გადასცა. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.

პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულმა პრაქტიკული კურსის 20-მა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდის ტრენინგები გაიარეს და თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები გაიცნეს.

პრაქტიკულ კურსს უძღვნებოდნენ თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები: ბექა ადამაშვილი; დავით გაბუნია; გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია - სამადაშვილი; დათო ტურაშვილი, ზაალ ჩხეიძე;

"წერის არქიტექტურა" თსუ-სა და "სილქნეტის" ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის - შემოდგომის ლეგენდა ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარდა.