Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Month of AI - ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი

ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებზე. სწორედ ამ მიმართულებით ვიწყებთ ერთთვიან ინიციატივას - Month of AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაძლებლობებს ეძღვნება.

 

პროექტის ფარგლებში გაიმართება პრაქტიკული შეხვედრების სერია, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 12 მარტიდან 2 აპრილამდე. ღონისძიებები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს თბილისში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (TSU), TBC Concept Space-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU).

 

ინიციატივა აერთიანებს სტუდენტებს, სტარტაპებს, კორპორატიული სექტორის წარმომადგენლებსა და AI პრაქტიკოსებს, რათა მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თანამედროვე ინსტრუმენტებისა და რეალური მაგალითების შესახებ.

 

სესიები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ხოლო მონაწილეობის მიღება შესაძლებელია უფასოდ, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გახსენი ლინკი.

 

Month of AI ორგანიზებულია Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს მიერ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის (KTIC), TBC-ის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და HIGGS AI Talent Club-ის მხარდაჭერით.


 

 

 

თარიღი: 09/03/2026