Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№ 24/29 - 01 

12.09.2025

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე გასაუბრების კომისიის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას თსუ უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საგამოცდო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.1    ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის მისაღები დარგობრივი კომისია:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი   ნატალია ხარაძე;
გ) ასოცირებული პროფესორი   ნუგზარ პაიჭაძე;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი
 
1.2    ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მისაღები დარგობრივი კომისია:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი  მირონ ტუღუში;
გ) ასისტენტ-პროფესორი  დეა ფირცხალაიშვილი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი

1.3    ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში სამაგისტრო პროგრამის მისაღები დარგობრივი კომისია:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
გ) სოციალური მეცნიერების დოქტორი  კონსტანტინე პეტრიაშვილი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი

1.4    საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი სამაგისტრო პროგრამის მისაღები დარგობრივი კომისია:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი  ბადრი რამიშვილი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი

2.    სამაგისტრო პროგრამებზე შიდა სპეციალობაში გასაუბრება (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№2 კორპუსი 10. ოთახი 609) განხორცილედება შემდეგი განრიგით:

2.1. სამაგისტრო პროგრამა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სჯარო მმართველობაში - 16.09.2025, 17:00 სთ;
2.2. სამაგისტრო პროგრამა ხელოვნების მენეჯმენტი - 16.09.2025, 17:30 სთ;
2.3. სამაგისტრო პროგრამა ადამიანური რესურსების მართვა  - 16.09.2025, 18:00 სთ;
2.4. სამაგისტრო პროგრამა საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი - 16.09.2025; 19:00 სთ.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ფაკულტეტის  დეკანი,         პროფესორი     გიორგი ღაღანიძე