გაქვს AI-ისთან დაკავშირებული პროდუქტის ან სერვისის იდეა და გსურს იგი აქციო სტარტაპად? მიიღო გამოცდილება სტარტაპების და ხელოვნური ინტელექტის სფეროს პროფესიონალებისაგან?
AI Startup Challenge არის 2 თვიანი პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს AI ტალანტების აღმოჩენასა და მათი იდეების სტარტაპებად გარდაქმნას.
👉 რა გელის პროგრამაში:
- ინტენსიური ტრენინგები და ვორქშოპები: სტარტაპების შექმნა/განვითარება და AI აპლიკაციების დეველოპმენტი;
- მენტორინგი სპეციალისტებისგან: სტარტაპ და AI ინჟინერიის სფეროდან;
- გუნდური მუშაობა Agile-ს პრინტებით;
- რეალური MVP შექმნა და პრეზენტაცია Demo Day-ზე;
- 💰ფულადი პრიზები გამარჯვებულებისთვის: I ადგილი – 10,000₾, II ადგილი – 5,000₾;
- სერტიფიკატი ყველა მონაწილეს;
AI Startup Challenge – Pre-Accelerator პროგრამის გავლის შემდეგ წარჩინებული სტუდენტები შეძლებთ:
- გააგრძელოთ უკვე არსებული სტარტაპის და MVP-ს მშენებლობა. HIGGS და თსუ ცოდნის გადაცემის და ინოცავიების ცენტრი დაგეხმარებათ სტარტაპის შემდგომი განვითარების ეტაპების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- გააგრძელოთ პროფესიული განვითარება HIGGS-თან ერთად (AI talent track) რეალურ ინდუსტრიის ამოცანებზე მუშაობით, პარტნიორ კომპანიებთან ერთად;
- გაიმდიდროთ თქვენი პორტფოლიო AI პროექტებით;
- მიიღოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ინდუსტრიის პროფესიონალებისგან;
- გაიცნოთ AI ენთუზიასტები;
👉 მნიშვნელოვანი საკითხი: მონაწილეობისთვის აუცილებელია ჩამოაყალიბოთ 2-4 წევრისგან შემდგარი გუნდი (გუნდის ერთი წევრი აუცილებლია იყოს ტექნიკური განათლების, რომელიც უშალოდ იმუშავებს AI პროდუქტის ან სერვისის შექმნაზე, რადგან საბოლო მიზანი არის შეიქმნას AI ტექნოლოგიური პროტოტიპი, ეს ფაქტორი გუნდის შეფასებისთვის არის აუცილებელი).
👉 AI აქსელერაციის პროგრამა ღიაა ყველა მიმართულებისთვის – შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერ იდეაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება AI-ზე. თუმცა, განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება AI პროექტებს განათლებისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით.
📅 პერიოდი: 13 ოქტომბერი – 14 დეკემბერი პრე-აქსელერაციის პროგრამა, 15-26 დეკემბერი დემო დღე
📍 TSU
ℹ️ პროგრამა შექმნილია ცოდნისა გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის, HIGGS (AI talent club), თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის და ქლევერტონის პარტნიორობით.
🔗 რეგისტრაცია: https://shorturl.at/9MGbr
🔗 ლექციების და მენტორინგის განრიგი: https://shorturl.at/56Ldb
დამატებითი ინფორმაცია:
📱595 004 901
📧KTIC@TSU.ge