Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2025 წლის 6 აგვისტოს №173/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №52/2025 დადგენილების მე-6 პუნქტი) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილები: 05.11.2025, №20796/10-02; 31.10.2025, №19987/10-02), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არქეოლოგიის კათედრა:


ა.ა) ზვიად კვიციანი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ბ) მარინე ფუთურიძე - ასოცირებული პროფესორი;


ბ) საქართველოს ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ბ.ა) ბონდო კუპატაძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) დიმიტრი შველიძე - ასოცირებული პროფესორი;
ბ.გ) ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.დ) მიხეილ ბახტაძე - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე