Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, 2025 წლის 7 აგვისტოს №179/01-01 და №180/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის №50/2025 დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 29.10.2025, №19677/10-02; 30.10.2025, №27712/26) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს:


ა) ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:


ა.ა) სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ნაზი ფარსადანიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


ა.ბ) კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ნათია სორდია - ასისტენტ-პროფესორი.


ა.გ) პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ქეთევან მოსაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.


ა.დ) განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ა.დ.ა) ია აფთარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.დ.ბ) ნინო ლაბარტყავა - ასოცირებული პროფესორი;


ა.ე) შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


სოფიო დოლიძე - ასოცირებული პროფესორი;


ბ) განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი: 


ბ.ა) პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


ეთერ ღვინერია - ასოცირებული პროფესორი;


ბ.ბ) მასწავლებელთა განათლების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


იზაბელა პეტრიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ.გ) ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი:


რუსუდან სანაძე - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე