geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ შოთა ბელთაძის 2014 წლის 2 ივლისის განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სააპელაციო კომისია, რათა ხელახლა შესწორდეს განმცხადებელი სტუდენტის 2014 წლის 20 ივნისის საგამოცდო ნაშრომი  საგანში „შესავალი ენათმეცნიერებაში“ .
2.    სააპელაციო კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1)    მერი ნიკოლაიშვილი– კომისიის თავმჯდომარე
2)    თინათინ ბოლქვაძე
3)    მარინა ივანიშვილი

3.    სააპელაციო კომისიის მუშაობის  შედეგები წერილობითი სახით წარმოდგენილ იქნას ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში არაუგვიანეს 2014 წლის 4 ივლისისა.
4.    განმცხადებელი სტუდენტი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომას.
5.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას
6.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                            / დარეჯან თვალთვაძე/