geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტრაულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს  2014 წლის 8 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N 10) და ფაკულტეტის დებულების  მე-6 მუხლის მე-14  პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ფაკულტეტის საბჭოს წევრის არჩევნები ჩატარდეს  2014 წლის 31 ოქტომბერს.

2. განისაზღვროს ერთი ვაკანტური ადგილი ქართული ენის სასწავავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენელისათვის.

3. საბჭოს წევრობის მსურველი ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის აკადემიური პეროსონალის განცხადებების მიღება (განცხადების ფორმა- დანართი N1) საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების თხოვნით მოხდეს  2014 წლის 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით  ფაკულტეტის კანცელარიაში ( თსუ პირველი კორპუსი, ოთახი N 207, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით).

5.    საბჭოს წევრის ასარჩევად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნიკოლეიშვილი მერი – ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი ( კომისიის თავმჯდომარე)
ბ) ახალაია ნატო – სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი ( კომისიის წევრი)
გ) მადუაშვილი მაია – ქართული ენის ინსტიტუტის პროფესორის ასიტენტი ( კომისიის მდივანი)

6.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
7.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/