geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის და თსუ-ის საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკები.
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2014 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურებისთვის შეიქმნას კომისია.
  3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგნელობით:
    1)    დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომიიის თავმჯდომარე.
    2)    თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე
    3)    დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
    4)    ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსო
    5)    თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.
  4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
  5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/