Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ტერამოს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი აკადემიური სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების  და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N7142/10; 17/03/2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს  კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის    ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ტერამოს  უნივერსიტეტის  მიერ  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი აკადემიური სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 20 მარტს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამარ   ჭელიძე,   თსუ  ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ) ზურაბ ქუჩუკაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) სოფიო თოთიბაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად   თსუ საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის         დეპარტამენტი,    შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი        ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 60/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი პოცდამის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი საზაფხულო სკოლის სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის,54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის  დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის (N 6860/10; 16/03/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.  ჩატარდეს  კონკურსი  2022/2023  სასწავლო წლისთვის თსუ-ს  ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების  ფარგლებში პარტნიორი პოცდამის უნივერსიტეტის მიერ  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი საზაფხულო  სკოლის სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.  კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 17 მარტს.
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  დავით მაცაბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ირინა მოდებაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას  დაევალოს  თავისი  საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის 2021  წლის  31  მაისის N15/04, 22 დეკემბრის  N33/04 და 2023 წლის 9 იანვრის N1/04 ბრძანებებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 57/01-01          

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 24 თებერვლის N96/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  63-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“,  „ბ“,  „ო“  და  „პ“  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტისა,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების   მინისტრის  2021  წლის  18  ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი     განათლების      მართვის      საინფორმაციო      სისტემის      შექმნისა       და ადმინისტრირების წესისა  და  პირობების“  მე-7  მუხლის   მე-2  პუნქტისა   და  ზუსტ  და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა     ფაკულტეტის      დეკანის     N6679/28,    14.03.2023 წარდგინების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.   შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ“  თსუ   რექტორის 2023 წლის 24 თებერვლის N96/01-04 ბრძანების  პირველი პუნქტის „1.1“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში,  მე-20 ნომერში აღიარებული კრედიტების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

20. ხატიაშვილი  მარიამ   01017054630     ბაკალავრიატი     ფიზიკა     73 3

2.   ბრძანების   დაინტერესებული  პირებისათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 171/01-04    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების  ერთიანი  წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3  პუნქტების,  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის  ინსტიტუტის დებულების  მე-10  მუხლის   პირველი  პუნქტის  და  ინსტიტუტის დირექტორის  თამარ წუწუნავას 2023 წლის 13 მარტის    N6370/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N4  13.03.2023) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი  მეცნიერი  თანამშრომლების და  მეცნიერი  თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი.
ბ)   კარლო აქიმიძე   –   ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის    ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ    და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის  ასისტენტ - პროფესორი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის     თავმჯდომარის      მოადგილედ     კარლო   აქიმიძე,     მდივნად     მარიამ ახალკაციშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.   დაევალოს საკონკურსო  კომისიას   დასამტკიცებლად   წარუდგინოს   თსუ   რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 19 აპრილისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საფინანსო დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის    სამსახური,     საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 58/01-01  

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობაზე  კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი   განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის     22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2   და   მე-3   პუნქტების,  თსუ    დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის  - ალექსანდრე  ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის   დებულების მე-10   მუხლის პირველი    პუნქტისა   და    ალექსანდრე   ნათიშვილის     მორფოლოგიის  ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გ. ფიჩხაიას 2023 წლის 13 მარტის   N6299/10   წერილის   (თან ერთვის ამონაწერი სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი N2-დან) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის   მორფოლოგიის ინსტიტუტის  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის (უვადო)  თანამდებობაზე  კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თსუ  მედიცინის ფაკულტეტის  პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე;
ბ) ლიანა კიკალიშვილი  - პროფესორი, თსსუ კლინიკური ანატომიისა  და ოპერაციული ქირურგიის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელი;
გ)  ლეილა ჯანდიერი  -  თსსუ  კლინიკური ანატომიისა   და  ოპერაციული   ქირურგიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი.
დ) დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ - თეიმურაზ ჯორბენაძე, საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარის   მოადგილედ  -  ლიანა კიკალიშვილი  და საკონკურსო კომისიის მდივნად - ლეილა ჯანდიერი;
2. დაევალოს საკონკურსო კომისიას  კონკურსანტთა  განცხადებებისა  და   თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისისა.
4.   ბრძანების   დაინტერესებულ   პირთათვის    კანონმდებლობით   დადგენილი    წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 59/01-01    

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის N117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ნატო ჩუბინიძის 2023 წლის 28 თებერვლის N5129/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილება და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ზ) ლევან კაპანაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების სისტემური ინჟინერი“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 64/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი   განათლების შესახებ’’   საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14   მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,ო’’ ქვეპუნქტების,   მე-9    და მე-12 პუნქტის, თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 9 მარტის N 5994/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰიმნის კონკურსის საფუძველზე შერჩევის   მიზნით   დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი  შავერზაშვილი  -  საქართველოს  კომპოზიტორთა  კავშირის  თავმჯდომარე,კომისიის წევრი;
ბ) ლიანა  ჭონიშვილი  -  სსიპ   - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის   მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
გ) მაია ვირსალაძე - კომპოზიტორი,  საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, სსიპ  - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, კომისიის წევრი;
ე) ჯაბა სამუშია - თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის წევრი;
ვ) ლაშა საღინაძე - თსუ-ს  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ზ) ნინო უგრეხელიძე - თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
თ) ირაკლი ხარჯავანიძე - თსუ-ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.

2.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი       ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 54/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 25 იანვრის N16/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას 2021 წლის 7 ოქტომბრის  N20575/32 და ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას 2023 წლის 14 მარტის N 6504/32 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023   წლის 25 იანვრის N16/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 25 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 6 მარტამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილამდე.“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტის"  ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი     ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 56/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე- 4 მე-5 და მე-6    პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017 წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023  წლის 7 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დირექტორის   გელა გელაშვილის  2023 წლის  13 მარტის  N6328/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და   მეცნიერი თანამშრომლის   სამსახურში  მისაღებად:

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის   ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ  დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და    გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-
კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით  შეიძლება აირჩეს  პირი,  რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ  დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ  გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 16 მარტს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 18 აპრილიდან 2023 წლის 21 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის   22 მაისისა.
5.კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:


ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის  განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  1 საშტატო ერთული (7 წლის ვადით)

ბიოლოგიური სისტემების  ფიზიკის  განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული  (4 წლის ვადით )

5. სამეცნიერო თანამდებობის-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით   (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"    32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც 
იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის  უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 18 აპრილიდან       2023 წლის   21 აპრილის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში.  მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის  ქ.N6.   ოთახი N411.
7. ბრძანება  გამოქვეყნდეს   გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“  ელექტრონულ გვერდზე.
8. ბრძანების       უნივერსიტეტის       ოფიციალურ       ვებ-გვერდზე       განთავსება       დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი        ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 55/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის  10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023  წლის 13 მარტის  N6418/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივ ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომების  გასწორების მიზნით (ბეჭდვაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები):

ა) ბრძანების  სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე’’ .

ბ)  ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის    საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4    მუხლის   მე-11 ქვეპუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11.  ამ მუხლის   მე-10  პუნქტით  გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება  შემდეგ კრიტერიუმებზე  დაყრდნობით:
ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში,  ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;
 

 

 

მინიმალური

 ქულა

მაქსიმალური

პროფესიული
სტატუსი (0-5 ქულა)

რექტორი/რექტორის
მოადგილე/დეკანი

0

5

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი

0

4

ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

0

3

საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი

0

2

 

ERASMUS+ ICM პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი

0

1

 

 

აკადემიური რანგი
(0-5 ქულა)

პროფესორი

0

5

 

 

ასოცირებული პროფესორი

0

4

 

 

ასისტენტ პროფესორი

0

2

 

 

ასისტენტი

0

1

 

 

სხვა (საათობრივად მოწვეული ლექტორი, ლაბორატორიის პერსონალი, მასწავლებელი და ა.შ.)

0

0

 

 

პრეზენტაბელურობა
შესარჩევი ინტერვიუს
პროცესში (0-45 ქულა)

აკადემიური მობილობის დროს: 
შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის  აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ან ადმინისტრაციული მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც აპლიკანტი დასაქმებულია კონკურსში მონაწილეობის მომენტში

0

10

 

 

 

მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე

0

10

 

 

მობილობის განხორციელების მოტივაცია

0

10

 

 

მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე

0

10

 

 

თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების (ადმინისტრირებაზე გავლენა

0

5

 

 

ახალი აპლიკანტი

 (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა)

K107/K171 პროგრამაში

გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა 

1-დან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა

3-დან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა 

5 დან 6 მობილობა ბოლო 6
სემესტრის განმავლობაში - 1

ქულა

6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა

0

4

 

 

შეზღუდული  
შესაძლებლობები (0-1 ქულა)

შშმპ სტატუსი

0

1

 

 

"

2.    ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე    გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე      განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა        კოლეგიაში        მისამართზე    -   ქ.თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

 

რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე 

 

სრულად

ბრძანების N: 10/04      

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 20 ივნისის N138/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების,   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს   დამტკიცების შესახებ“     რექტორის 2019 წლის 17 ივნისის   N151/01-01   ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 03 აგვისტოს N228/01-01 ბრძანების, „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 20 ივნისის N138/02- 01 ბრძანებისა და  თსუ   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   უფროსის   2023 წლის 06  მარტის  N5759/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის    მომზადების    აკრედიტებული    პროგრამა“-ს ფასიანი    მომსახურებისა    და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 20 ივნისის N138/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის    „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა“-ს   ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების    ცენტრის    სასერტიფიკატო    კურსის    „შრომის    უსაფრთხოების    სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 230 საათით;    კურსის    ღირებულება    თითოეული    მსმენელისათვისგანისაზღვროს    1650    ლარის ოდენობით; დაწესდეს შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას თსუ-ის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის და განისაზღვროს კურსის საფასური  1450 ლარით.“


2.დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 60/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანაშრომლების და მეცნიერი თანაშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის    22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2023 წლის 6 მარტის N5736/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანაშრომლების და მეცნიერი თანაშრომლების   შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,  პროფესორი.
ბ) გურამ ქუთელია - თსუ-ს     ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ევგენი საყვარელიძე - თსუ-ს     ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოფიზიკისა და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ   ნანა ხუნდაძე,   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ   გურამ ქუთელია   და   საკონკურსო კომისიის   მდივნად ევგენი საყვარელიძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 17 აპრილისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 53/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-2, მე-21  და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების -,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 თებერვლის №5/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გ. ფიჩხაიას 2023 წლის პირველი მარტის N5390/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადოდ) სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან   მასთან   გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს     საგანმანათლებლო     ან     სხვა     პროფილურ     დაწესებულებაში     სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გამოქვეყნებული აქვს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან აქვს ERIH-ში ინდექსირებული 2  სტატია;
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის  მიხედვით.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 7 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 25 მაისისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ);
6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადოდ) სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)  ცნობა  ნასამართლობის  შესახებ  ("უმაღლესი  განათლების  შესახებ" 32-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის  თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ    მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი  პირი  ან/და  პირი,  რომელსაც  იმავე  კანონის  საფუძველზე  სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 10 აპრილიდან 2023 წლის 13 აპრილის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის  ქ. №78, მე-2 სართული, ოთახი N202. 
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,      პერსონალის      მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,    პუბლიცისტიკისა    და ელექტრონული მედიის ცენტრი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი         ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 50/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი კარლოვის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    სტუდენტთა    საერთაშორისო    გაცვლით    და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო    გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 5785/10; 06/03/2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს      კონკურსი      2023/2024      სასწავლო      წლის      შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კარლოვის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 9 მარტს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი   კახიძე,   თსუ   იურიდიული   ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ) მანანა  რუსიეშვილი, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) სანდრო ტაბატაძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 51/01-01

სიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-3  ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3  ნაწილის,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2023     წლის 3 თებერვლის   N2397/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო     გაცვლით     და     მობილობის     პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესი’’ (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ    საქმეთა    კოლეგიაში    მისამართზე - ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 8/04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 ბრძანებების, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო უფროსის, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მდივნის გიორგი ოქიტაშვილის 07.03.2023წ. N5893/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ
2023 წლის 7 მარტის N80 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 68 პროექტი (დანართი N1).
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე      ბრძანება      კანონმდებლობით      დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულს    (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 57/02-01

“სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის N259/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე  მუხლის,  56-ე  მუხლის  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  63-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ოქტომბრის N259/02-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2023 წლის 07 მარტის   N5942/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს    ცვლილება    “სსიპ    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ენების მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტების მომზადების საფასურისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018  წლის
15 ოქტომბრის  N259/02-01 ბრძანებაში, კერძოდ:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის  „ა.ა.“   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა.ა.    ზოგადი ინგლისურის ინტენსიური მოსამზადებელი კურსის სრული მოცულობა განისაზღვროს 176 საათით“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა.ბ. ქართული ენის  მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის მომზადების სრული მოცულობა განისაზღვროს 88 საათით“;

2.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 58/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის   ლაშა   ბრეგვაძის   2023   წლის   16   თებერვლის    N 3961/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში    -    თინათინ    წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი კომისიის თავჯდომარე - იურიდიული ფაკულტეტის  პროფესორი;
ბ)   გიორგი   მახარობლიშვილი   -   საკონკურსო   კომისიის   თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ)   კობა   ყალიჩავა   -   -   საკონკურსო   კომისიის   მდივანი   -   იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 21 მარტისა.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
5. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 52/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს კანონის   მე-2   მუხლის    ,,ლ“  და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა  და  საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის   უფროსის  2023  წლის  24 თებერვლის  და 6 მარტის  N4941/10, N5752/10 წერილების  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის პროგრამებში    მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების  შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით  დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო   გაცვლით    და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:

ა) წესის მე-4 მუხლის  მე-19  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,19.    ამ მუხლის  მე-18 პუნქტით  გათვალისწინებული შეფასება ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე  დაყრდნობით:
 

 

 

მინიმალური ქულა

მაქსიმალური ქულა

აკადემიური მოსწრება

(25-40 ქულა)

GPA (2.5-4.0)

ქულის მისაღებად მაჩვენებელი

მრავლდება 10-ზე

25

40

კომპეტენციები

(0-45 ქულა)

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თავსებადობა სტუდენტის საგანმანათლებლო

(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) ან/და კვლევით

(დოქტორანტურა) მიზნებთან

0

15

მოტივაცია

0

15

ზეპირი პრეზენტაცია

0

15

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებგაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება

(0-10 ქულა)

საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება (თსუ-ს მიერ შეთავაზებული ან ადმინისტრირებული გაცვლით და მობილობის

პროგრამების ფარგლებში)

0 – ორჯერ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება სწავლების მიმდინარე საფეხურზე

5 – ერთხელ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის გამოყენება სწავლების მიმდინარე საფეხურზე

10 – საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილების   არ ქონა

დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე

აპლიკანტებისთვის (0-5

ქულა)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (სტატუსი  უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით

0

1

სოციალურად დაუცველი პირი (სტატუსი უნდა

დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს

მიერ გაცემული ცნობით)

0

1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი (სტატუსი

უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით)

0

1

არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი (სტატუსი

უნდა დასტურდებოდეს არასრულწლოვანი

შვილის დაბადების მოწმობით)

0

1

ეროვნული                              უმცირესობის წარმომადგენელი

0

1

სულ

100

ბ) წესის მე-4 მუხლის  მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,20. რეგისტრირებული  (გასაუბრების  ეტაპამდე მისული)  სტუდენტის მიმართ გაცვლით ან  მობილობის  პროგრამაში მონაწილეობის  მიზნით  დადებითი გადაწყვეტილება  ვერ იქნება  მიღებული,  თუ   მას მე-4  მუხლის   მე-19 პუნქტის  ..კომპეტენციების” თითოეულ კომპონენტში მიენიჭა  5 ან ნაკლები ქულა.’’

გ) წესის მე-4 მუხლის  მე-13 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას.

2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე    ბრძანება   დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 9/04  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების  საჯაროდ  გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ-ს  რექტორის 2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   დაიწყოს  ადმინისტრაციული წარმოება სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის   ჩათვლით  ერთი  და  იმავე   სავალდებულო  სასწავლო კურსში  სამჯერ  კრედიტის  ვერმიღების  გამო, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან  დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა)  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1); 
ბ)  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
ე)  იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5); 
ვ)  მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);


2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის  ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 27 მარტისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში     ქ.   თბილისის     საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 133/01-04