- იურიდიული ცნობარის გვერდი
- უნივერსიტეტის წესდება
- უნივერსიტეტის ბიუჯეტი
- უნივერსიტეტის შინაგანაწესი
- დებულებები/ინსტრუქციები
- ნორმატიული დოკუმენტები
- აკადემიური საბჭოს დადგენილებები
- წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები
- წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ოქმები
- ბრძანებები
- საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმები
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა #2
2026 წლის 30 მარტი, 16 საათი
თსუ, პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
სავარაუდო დღის წესრიგი:
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ (მომხსენებელი: გიორგი ოქიტაშვილი);
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის მოსმენის შესახებ (მომხსენებელი: შოთა ფოთოლაშვილი);
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის ანგარიშის მოსმენის შესახებ (მომხსენებელი: ნათია მეტრეველი);
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის ანგარიშის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილური ტელეფონების სატენი აპარატების გაზიარების სერვისის მიწოდების მიზნით, უნივერსიტეტის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებულ ცაკლეულ ლოკაციებზე ფართების იჯარის წესით გადაცემის შესახებ (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
6. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის ქ. N11- ში მდებარე უძრავი ქონებიდან (15653 კვ.მ. მიწის ფართი) 975 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.14.16.008.024) საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ეკლესიის მშენებლობის მიზნით (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
7. ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N11-ში (ახალი მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N48) მდებარე, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული 90 767 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.14.06.006.116) სამ ნაწილად დაყოფისა და დაყოფის შედეგად 883 კვ.მ ფართის ადგილმონაცვლეობის (გაცვლის) შესახებ (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე);
8. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული 1125 კვ.მ. მიწის ფართობის (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.133) და 172 კვ.მ. ფართობის (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.133), 10 (ათი) წლის ვადით იჯარის უფლებით გაცემის შესახებ (მომხსენებელი: ლაშა საღინაძე).