საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2026 წლის 25 ივნისის №14137/30 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 29 ივნისის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის №6/2025 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. გარდამავალი დებულებები
დოქტორანტებს, რომლებიც 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით ირიცხებოდნენ დამატებით სასწავლო სემესტრში და 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით ირიცხებიან ჯამურად მე-10 და მომდევნო სასწავლო სემესტრებში, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულებლად, შეიძლება მიეცეთ ჯამში არაუმეტეს 6 დამატებითი სასწავლო სემესტრის გამოყენების უფლება.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე