საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8800/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 27 აპრილის №6 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. მიენიჭოს ჩარიცხვის უფლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან პროგრამაზე “პოლიტიკის მეცნიერება - ინტეგრაცია და მმართველობა (PoSiG)” საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე ანა გორგილაძეს 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან.
2. დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს საქართველოს მოქალაქის ანა გორგილაძის ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე